დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების(რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 60, 07/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.169.016021 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №50
2010 წლის 30 ნოემბერი
ქ. დედოფლისწყარო
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგ ენს:
1. მუნიციპალიტეტის ვებგვერდის შექმნასთან დაკავშირებით „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №17 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 107 -ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე „www .dedoplistskaro.ge.“ , გაზეთში „შირაქი“ და მუნიციპალიტეტის შენობაში განთავსებულ სპეციალურ სტენდზე საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში , თუ ამ დებულებით (რეგლამენტით) უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი. “;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:
„4. საკრებულოს ნორმატიული აქტი _ საკრებულოს დადგენილება, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ოფიციალურად ქვეყნდება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნ ის" ვებგვერდზე www.matsne.gov.ge. , ხოლო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, ასევე, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე „www.dedoplistskaro.ge“ , გაზეთში „შირაქი“ და მუნიციპალიტეტის შენობაში განთავსებულ სპეციალურ სტენდზე“.
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:„ 5. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების ორგანიზაციულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე „www .dedoplistskaro.ge.“ და გაზეთში „შირაქი“ და მუნიციპალიტეტის შენობაში განთავსებულ სპეციალურ სტენდზე საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ დებულებით (რეგლამენტით) უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი .“.
2. დადგენილება ამოქმ ედდეს გამოქვეყნებისთანავე .
3 . დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, კიკვიძის ქ.№2) უშუალო ზია ნის მიყენებიდან სამი თვის ვადაში .
საკრებულოს თავმჯდომარე ლ . ბაღაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები