დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 648 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/11/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 07/12/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.050.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №648
1998 წლის 17 ნოემბერი
ქ.თბილისი
საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ
„ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდი.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის ლიკვიდაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს:
ა) დროებით შესანახად უსასყიდლოდ ჩაიბაროს ბალანსიდან ბალანსზე ლიკვიდირებულ ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდზე რიცხული ძვირფასი ლითონები (ზოდებში), საზღვარგარეთ აფინაჟზე გაგზავნილი ჯართისაგან მიღებული ძვირფასი ლითონები ზოდებში, დაბრუნების შემდეგ;
ბ) დადგენილი წესით დროებით შესანახად ჩაიბაროს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვებისაგან, ასევე ნახევრად ძვირფასი მასალებისაგან დამზადებული ნივთები, ჯართი და სხვა ვალდებულებები.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები