დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ქ. წყალტუბოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარების გადაუდებელ ღონიძიებათა შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 641 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 11/11/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 20/11/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №641
1998 წლის 11 ნოემბერი�
ქ. თბილისი
ქ. წყალტუბოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო მძიმე პირობები შეექმნათ კურორტ წყალტუბოსა და განსაკუთრებით საკურორტო დაწესებულებებში განთავსებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა ოჯახებს. კურორტი თითქმის არ ფუნქციონირებს და არ ხერხდება მისი დაფინანსება, ფაქტობრივად ინგრევა და ნადგურდება სანატორიუმების იშვიათი შენობები, ლტოლვილთა უმეტესი ნაწილი ავარიულ პირობებში ცხოვრობს და ბევრგან უბედური შემთხვევებია მოსალოდნელი. დარღვეულია ჩასახლების ნორმები, რამაც ლტოლვილთა შორის სხვადასხვა მძიმე დაავადებებიც გამოიწვია. უგულებელყოფილია მათი სოციალური დაცვის ინტერესები. კურორტის ინფრასტრუქტურის სპეციფიკურობის გამო შეუძლებელია ლტოლვილთა დასაქმების პრობლემის გადაჭრა.
კურორტის ფუნქციონირების შეწყვეტამ მოშალა სავაჭრო, საყოფაცხოვრებო, კომუნალური მომსახურებისა და სხვა რგოლების ფუნქციონირება, დასასვენებელ-სამკურნალო კერებში დევნილთა განსახლებამ გამოიწვია მომსახურე პერსონალის ძირეულად შემცირება და 7000-მდე ადგილობრივი მცხოვრები უმუშევარი დარჩა, რამაც დაღი დაასვა ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნობრივად წარმართვას.
აღნიშნული პრობლემების გადაჭრისა და ქ. წყალტუბოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით:
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ვ. ვაშაკიძე), სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ (თ.გაზდელიანი) ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე), სააქციო საზოგადოება � კურორტინვესტმა� (გ. ლოთუაშვილი), ცეკავშირის გამგეობამ (გ. ქათამაძე), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე), სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა (ი.ანდრიაძე), ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. შუბლაძე), სააქციო საზოგადოება � ჯანმრთელობამ� (ე. ძაგნიძე) და სხვა უწყებათა ხელმძღვანელებმა გამონახონ საშუალებები მათდამი დაქვემდებარებულ სანატორიუმებში მცხოვრები ლტოლვილების გარკვეული ნაწილის სურვილისამებრ დროებით გადასატანი მსუბუქი კონსტრუქციის კოტეჯებში განთავსებისათვის.
2. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ (თ.ბერუჩაშვილი) გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან და სხვა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან წარმართოს სათანადო მუშაობა ლტოლვილთა მსუბუქი კონსტრუქციის კოტეჯებში განთავსების პროგრამის დაფინანსებაში მონაწილეობის მიღებისა და სხვა ჰუმანიტარული დახმარების საქმეში ქ. წყალტუბოსათვის პრიორიტეტის მინიჭებისათვის.
3. ქ. წყალტუბოს მერიამ (მ. ქორქაშვილი) განსაზღვროს ლტოლვილთა განსათავსებლად ასაშენებელი კოტეჯებისათვის მცირე დასახლებების გათვალისწინებით შესაფერისი მიწის ნაკვეთების ოდენობა და არსებული წესით უზრუნველყოს მათზე დროებით მიმაგრება იმ პირობით, რომ თითოეულ ოჯახს შესაძლებლობა მიეცეს მოაწყოს აღნიშნულ ნაკვეთებზე დამხმარე მეურნეობა.
4. მიღებულ იქნეს საქართველოს მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროს (მ.ჩხენკელი) წინადადება და მსუბუქი კონსტრუქციის კოტეჯების მშენებლობა ქ. წყალტუბოში განხორციელდეს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარატის ეგიდით გამართულ საერთაშორისო სემინარში გამარჯვებული საარსებო გარემოს ფონდის � გორას� მიერ წარმოდგენილი პროექტით. ამასთან, სამინისტრომ განიხილოს კურორტ წყალტუბოს სასმელი წყლით მომარაგებისათვის წყალსადენის ავარიული სათავე-ნაგებობებისა და ქსელების აღდგენა-რეკონსტრუქციის პროგრამის დაფინანსების საკითხი და წარმოადგინოს წინადადება.
5. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს ქ. წყალტუბოში განსახლებულ ლტოლვილთა ჯანმრთელობის დაცვის, განსაკუთრებით ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა და დასახოს მისი აღმოფხვრის ღონისძიებები.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ.ჭკუასელი), ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, სოციალური დაცვისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა (ო.ხუფენია) ძირეულად გააუმჯობესონ დევნილთა კომუნალური მომსახურების, დახმარებისა და პენსიების ყოველთვიურად სრული დაფინანსებისა და დროული გაცემის ორგანიზაცია.
7. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (თ.გიორგაძე) ქ. წყალტუბოში განთავსებული ლტოლვილებისათვის ელექტროენერგიის ლიმიტის ფარგლებში უწყვეტად მიწოდების მიზნით განიხილოს ვარციხჰესების კასკადიდან ელექტროენერგიის უგრაფიკოდ მიწოდებისა და ვარციხჰესების მუშა-მოსამსახურეთა ხელფასებით უზრუნველსაყოფად წყალტუბოში განსახლებულ ლტოლვილთა და სხვა ცენტრალიზებულად მობილიზებული თანხების უშუალოდ ვარციხჰესების კასკადზე ჩარიცხვის საკითხი.
8. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტმა, სააქციო საზოგადოება � კურორტინვესტმა� , საუწყებო სანატორიუმების შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელობამ ქ. წყალტუბოს მერიასთან ერთად შეიმუშაონ და დასამტკიცებლად წარმოადგინონ მიმდინარე ეტაპზე კურორტ წყალტუბოს რეაბილიტაციისა და კრიზისიდან გამოყვანის კომპლექსური პროგრამა.
9. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი.მენაღარიშვილი) ეკონომიკის სამინისტრომ (ვ.პაპავა), ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ საქართველოსათვის გამოყოფილი კრედიტების განაწილებისას საკურორტო და ტურისტული ინდუსტრიის განვითარებისა და კურორტის რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსების უზრუნველსაყოფად ქ. წყალტუბოს მიანიჭონ პრიორიტეტი.
10. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ (ლ.ცაავა), საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში თ.შაშიაშვილმა, ქ. წყალტუბოს მერიამ შეიმუშაონ ქ. წყალტუბოში განთავსებულ დევნილთა და უმუშევარი მოსახლეობის დასაქმების პროგრამა.
11. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ, სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ მოსახლეობის მკურნალობისა და რეაბილიტაციის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის შედგენისას გაითვალისწინონ კურორტ წყალტუბოს სანატორიული და ბალნეოლოგიური კომპლექსების ფართო შესაძლებლობები მათი დატვირთვის უზრუნველყოფის მიზნით.
12. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა.კარტოზია), ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტმა ქ. წყალტუბოს მერიასთან ერთად ტურიზმისა და საკურორტო სისტემაში მომუშავე კადრების მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განსახორციელებლად ქ. წყალტუბოში შეარჩიონ სათანადო ბაზები.
13. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტმა, კულტურის სამინისტრომ (ვ.ასათიანი) და საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტმა (ბ.სარალიძე) განიხილონ სოფ. ყუმისთავის მღვიმის, სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალისა და გეგუთის ციხე-დარბაზის მისასვლელი გზების მოწესრიგებისა და სათანადო ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის საკითხი.
14. საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურმა (ბ.ხატიძე), საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში, მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების საკოორდინაციო ცენტრმა განიხილონ ქ. წყალტუბოს მუნიციპალურ პროექტში დროულად ჩართვის საკითხი.
15. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ.უკლება), ეკონომიკის სამინისტრომ, ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტმა და სხვა შესაბამისმა სამინისტროებმა და უწყებებმა ქ. წყალტუბოს მერიისა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების (ტ.ტუღუში) მონაწილეობით განიხილონ და დასამტკიცებლად წარმოადგინონ საკურორტო დაწესებულებათა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა პრივატიზების სპეციალური პროგრამა.
16. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ.ჩხობაძე), ნაკრძალებისა და დაცული ტერიტორიების სახელმწიფო დეპარტამენტმა (რ.შიშნიაშვილი) განიხილონ სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის განვითარებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამებში ჩართვის საკითხი; მოამზადონ სათანადო წინადადებები საქართველოს პარლამენტში განსახილველად, კურორტ წყალტუბოს პარკისათვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მისანიჭებლად.
17. ქ. წყალტუბოს მერიამ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გეოთერმიასთან (ნ.ცერცვაძე) ერთად განიხილოს კურორტ წყალტუბოს ირგვლივ 50 კმ რადიუსით მდებარე იმ ჭაბურღილების გაუქმების საკითხი, რომლებიც გავლენას ახდენენ კურორტის მინერალური წყლის დებიტზე.
18. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ.გულუა):
ა) სააქციო საზოგადოება � ქართული ჩაის� ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილოს და გადაწყვიტოს ქ. წყალტუბოს ოფურჩხეთის ჩაის ფაბრიკიდან სამთავრობო ხელშეკრულების საფუძველზე 1994 წელს თურქმენეთსა და გერმანიაში გაგზავნილი შავი ბაიხის ჩაის ნარჩენი ღირებულების (81,7 ათასი ლარის) განაღდების საკითხი;
ბ) განიხილოს � მეცხოველეობის სანაშენო საქმის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 25 დეკემბრის № 320 განკარგულების შესაბამისად ქ. წყალტუბოს სოფელ გვიშტიბში შექმნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სარეპროდუქტორო მეურნეობისა და საყულიის სანაშენე მეურნეობა კომპლექსისადმი ტექნიკური კრედიტით დახმარების საკითხი.
19. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ, სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა (გ. ჯაფარიძე), მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ზ.გეგეჭკორი) ქ. წყალტუბოს მერიასთან ერთად განიხილონ წყალტუბოს ზონაში ყოფილი საკოლმეურნეობათაშორისო ტყეებისა და მასივების ბაზაზე მუნიციპალური სამსახურის შექმნის საკითხი.
20. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით განიხილოს სამგზავრო მატარებლების � მოსკოვი-წყალტუბო� , � ბაქო-წყალტუბო� და კოპიტნარიდან შუა აზიის ქვეყნებთან და უკრაინის ქალაქ დონეცკთან საჰაერო კავშირის რეგულარული რეისების დანიშვნის მიზანშეწონილობის საკითხი.
21. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ (ს. ესაკია) განიხილოს ქ. წყალტუბოში ავტომატური, ელექტრონული და ფიჭური სატელეფონო სადგურების დამონტაჟებისა და სატელეფონო სადგურის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საჭირო მოწყობილობებით განახლების საკითხი.
22. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 1999 წელს სახელმწიფო სარეზერვო ფონდიდან მიზნობრივი დანიშნულებით სოფ. მამაწმინდაში მდ. რიონზე არსებული კიდული ხიდის აღდგენისათვის გამოყოს 70 ათასი ლარი, ხოლო სოფ. ყუმისთავის საშუალო სკოლის მშენებლობის დამთავრებისათვის � 30 ათასი ლარი.
23. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურმა.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები