საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 26 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმებების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

  • Word
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 26 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმებების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 640
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 10/11/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 21, 30/11/1998
სარეგისტრაციო კოდი 480.140.000.05.002.001.
  • Word
640
10/11/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 21, 30/11/1998
480.140.000.05.002.001.
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 26 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმებების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №640

1998 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 26 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმებების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 26 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმებების ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს შეთანხმებები „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ და „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გეოდეზიის, კარტოგრაფიის და გეოინფორმატიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებათა დადება;

ბ) შეატყობინოს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებათა ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

ე. შევარდნაძე