შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „წინანდალი – საქართველოს ღვინის საგანძურის" შექმნის შესახებ

  • Word
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „წინანდალი – საქართველოს ღვინის საგანძურის" შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 620
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 04/11/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 20/11/1998
სარეგისტრაციო კოდი 240.050.000.05.002.001.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
620
04/11/1998
სსმ, 4, 20/11/1998
240.050.000.05.002.001.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „წინანდალი – საქართველოს ღვინის საგანძურის" შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/11/1998 - 28/02/1999)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 620

1998 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „წინანდალი – საქართველოს ღვინის საგანძურის“ შექმნის შესახებ

საქართველოს გადამმუშავებელი მრეწველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი – მეღვინეობა ამჟამად მძიმე ფინანსურ კრიზისს განიცდის. ფინანსური რესურსების უკმარობის გამო ღვინის საწარმოებში ვერ ხერხდება პროგრესული ტექნოლოგიური პროცესების დანერგვა, უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა პრაქტიკულად არ სრულდება მარკეტინგული სამუშაოები, არ ექცევა სათანადო ყურადღება პროდუქციის დიზაინსა და რეკლამას, რის გამოც უაღრესად გართულებულია მისი რეალიზაცია.

არსებული მდგომარეობიდან ერთ-ერთი გამოსავალი პროდუქციის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, დიზაინსა და რეკლამაზე აქცენტის გადატანაა. აუცილებელია ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი ძვირფასი, უნიკალური სამარკო ღვინოების შექმნას, მსოფლიო ბაზარზე ამ ღვინოების პოზიციების განმტკიცებას.

მევენახეობა-მეღვინეობის დარგის გადარჩენისათვის მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „რთველი-96“-ის ორგანიზებულად წარმართვისათვის ბიუჯეტის რესურსებიდან სესხის გამოყოფამ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიფარა და 1998 წლის 1 მაისისათვის 10 კომერციული ბანკიდან სასესხო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ აქვთ მხოლოდ სააქციო საზოგადოება „აგრომრეწვბანკს“ და კომერციულ ბანკ „ოლიმპს“.

საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციული დარგის შენარჩუნებისათვის ხელშეწყობის, საწარმოების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების, ძვირფასი და უნიკალური სამარკო ღვინოების შექმნის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ.ჭკუასელი) და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (ი.მანაგაძე) ბრძანებულების გამოსვლიდან 20 დღეში სახელშეკრულებო საფუძველზე განიხილონ „რთველი-96“-ის ორგანიზებულად ჩასატარებლად კომერციული ბანკებისათვის სესხის სახით გამოყოფილი თანხების გადაუხდელობით სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ წარმოქმნილი, აგრეთვე ღვინის საწარმოების მიერ მიღებული სესხის გაუსტუმრებლობით კომერციული ბანკების მიმართ არსებული დავალიანების მიმდინარე წლის ბოლომდე გადავადების საკითხი.

2. მიღებულ იქნეს კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წინადადება და სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სახაზინო საწარმო „წინანდლის“ ბაზაზე შეიქმნას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „წინანდალი – საქართველოს ღვინის საგანძური“. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „წინანდალი – საქართველოს ღვინის საგანძურისათვის გადაცემული ღვინის და ღვინომასალების მართვა განხორციელდეს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 23 ივნისის №323 და ამავე წლის 1 ოქტომბრის №551 ბრძანებულების მოთხოვნათა შესაბამისად.

3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „წინანდალი – საქართველოს ღვინის საგანძურს“ სამარკო ღვინის საწარმოებლად ვარგისი ღვინისა და ღვინომასალების შეძენისათვის სესხად, ხუთი წლით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 5-პროცენტიანი სარგებლის დარიცხვით, 1998 წელს გამოეყოს 1290 (ათას ორას ოთხმოცდაათი) ათასი ლარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან სასაქონლო კრედიტით შემოტანილი ხორბლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებიდან. სესხის ძირითადი თანხისა და სესხით სარგებლობისათვის პროცენტის დაფარვა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

4. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ.გულუა) სამარკო და საექსპორტო ღვინოების წარმოების განვითარების მიზნით შეიმუშაოს სპეციალური სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა „წინანდალი – საქართველოს ღვინის საგანძური“, ხოლო ეკონომიკის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინონ იგი საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1999 წლის ინდიკატური გეგმისა და 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტებში.

5. მიეცეს უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „წინანდალი – საქართველოს ღვინის საგანძურს“ ბრძანებულების მე-3 პუნქტში აღნიშნული თანხით შეძენილი ღვინის გარდა მიიღოს დასაძველებლად ვარგისი ღვინოები იმ ღვინის საწარმოებიდან, რომელთაც აქვთ დავალიანებები კომერციული ბანკების მიმართ „რთველი-96“-ის ორგანიზებულად წარმართვისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსებიდან გაცემული სესხის გაუსტუმრებლობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტისადმი კომერციული ბანკების „რთველი-96“-ის ხაზით არსებული დავალიანების ფარგლებში.

6. ღვინის საწარმოები, რომლებიც გადასცემენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „წინანდალი – საქართველოს ღვინის საგანძურს“ დასაძველებლად ვარგის ღვინოს, გადაცემული ღვინის ღირებულების ფარგლებში გათავისუფლდნენ 1996 წელს ყურძნის დამზადებისათვის მიღებული სესხის გაუსტუმრებლობით წარმოქმნილი დავალიანებისაგან. აღნიშნული დავალიანება დაეწეროს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „წინანდალი – საქართველოს ღვინის საგანძურს“ და იგი გახდეს ანგარიშვალდებული შესაბამისი კომერციული ბანკებისადმი.

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შესაბამის მოქმედ კომერციულ ბანკებთან ერთად სახელშეკრულებო საფუძველზე გადაწყვიტონ ამ ბრძანებულების მე-7 პუნქტის მიხედვით კომერციული ბანკებისადმი წარმოქმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „წინანდალი – საქართველოს ღვინის საგანძურის“ სასესხო დავალიანების 2000 წლის 25 დეკემბრამდე გადავადების საკითხი, სესხით სარგებლობისათვის პროცენტის დარიცხვის გარეშე.

8. იმ კომერციული ბანკების მიმართ, რომელთაც აქვთ დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე „რთველი-96“-ის ორგანიზებულად წარმართვისათვის მიღებული სესხის სრულად გაუსტუმრებლობის გამო, აგრეთვე ამ ბანკების წინაშე ანგარიშვალდებული ღვინის საწარმოების მიმართ ბრძანებულების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში ძალადაკარგულად ჩაითვალოს ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული ვადები და პირობები.

9. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „წინანდალი – საქართველოს ღვინის საგანძურისათვის“ დასაძველებლად ვარგისი ღვინოების შესყიდვის ფასები დადგინდეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხოლო საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით წარმოშობილი ორგანიზაციული საკითხების მოგვარება დაევალოთ საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს (მ. უკლება), ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად.

ე. შევარდნაძე