დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებისა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 22 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმებების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 619 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 04/11/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 20/11/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №619
1998 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 22 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმებების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 22 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმებების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს შეთანხმებები „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ და „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი.მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებათა დადება;
ბ) შეატყობინოს ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებათა ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები