„ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, მექსიკასა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩების უფროსი მრჩევლების ფუნქციების შესახებ"

  • Word
„ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, მექსიკასა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩების უფროსი მრჩევლების ფუნქციების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/01/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 25/01/2002
სარეგისტრაციო კოდი 480290000.11.109.005131
  • Word
5
18/01/2002
სსმ, 9, 25/01/2002
480290000.11.109.005131
„ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, მექსიკასა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩების უფროსი მრჩევლების ფუნქციების შესახებ"
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტაციო კოდი 480.290.000.11.109.005.131

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №5-№2-9

2002 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, მექსიკასა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩების უფროსი მრჩევლების ფუნქციების შესახებ

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში და მექსიკაში და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოებისათვის უფროსი მრჩევლის საშტატო ერთეულების დამატების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის №1277 განკარგულების შესრულების მიზნით, ვბრძანებთ:

1. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს ელჩის უფროსმა მრჩეველმა, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, განახორციელოს შემდეგი ფუნქციები:

თავიანთი ადგილსამყოფელი სახელმწიფოების სოფლის მეურნეობისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუდმივი სამუშაო კონტაქტების განხორციელება;

საქართველოსათვის შეღავათიანი კრედიტების გამოყოფის და ჰუმანიტარული (ტექნიკური) დახმარების გაწევის თაობაზე შეხვედრების ორგანიზება და სათანადო დოკუმენტების პროექტების მომზადება ხელშეკრულებების (მემორანდუმების) გასაფორმებლად;

სოფლის მეურნეობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;

თავიანთი ადგილსამყოფელი სახელმწიფოების სოფლის მეურნეობის სამსახურების საქმიანობის გამოცდილების შესწავლა;

თავიანთ ადგილსამყოფელ სახელმწიფოებში არსებული საბაჟო-საგადასახადო პოლიტიკის, კანონმდებლობის, ტარიფებისა და სასაქონლო ნომენკლატურის შესახებ ინფორმაციის მომზადება ქართველი მეწარმეებისა და ბიზნესმენებისათვის;

საქართველოდან ანალოგიური ინფორმაციის მიწოდება უცხოელი ბიზნესმენებისათვის.

2. იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის უფროსმა მრჩეველმა, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, განახორციელოს შემდეგი ფუნქციები:

იტალიის რესპუბლიკაში განთავსებულ საერთაშორისო სტრუქტურებთან (FAO, WFP, IFAD და სხვა) და იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამსახურებთან მუდმივი სამუშაო კონტაქტების განხორციელება;

საქართველოსათვის შეღავათიანი კრედიტების გამოყოფის და ჰუმანიტარული (ტექნიკური) დახმარების გაწევის თაობაზე შეხვედრების ორგანიზება და სათანადო დოკუმენტების პროექტების მომზადება ხელშეკრულებების (მემორანდუმების) გასაფორმებლად;

სოფლის მეურნეობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;

იტალიის სოფლის მეურნეობის სამსახურების საქმიანობის გამოცდილების შესწავლა;

იტალიის რესპუბლიკაში არსებული საბაჟო-საგადასახადო პოლიტიკის, კანონმდებლობის, ტარიფებისა და სასაქონლო ნომენკლატურის შესახებ ინფორმაციის მომზადება ქართველი მეწარმეებისა და ბიზნესმენებისათვის;

საქართველოდან ანალოგიური ინფორმაციის მიწოდება უცხოელი ბიზნესმენებისათვის;

სხვა საქმიანობა კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში.

3.    ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მენაღარიშვილი

დ. კირვალიძე