ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის ორმაგი ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე

  • Word
ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის ორმაგი ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
მიღების თარიღი 25/07/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 77, 29/07/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 040230000.11.014.005435
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
20
25/07/2002
სსმ, 77, 29/07/2002
040230000.11.014.005435
ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის ორმაგი ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/07/2002 - 28/12/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.17.014.005.435

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის

დადგენილება №20

2002 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

„ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის ორმაგი ლიცენზირების წესის” დამტკიცების თაობაზე

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობის უფლებამოსილების განსაზღვრის მიზნით:

1. დამტკიცდეს თანდართული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის ორმაგი ლიცენზირების წესი”;

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. ჯიბუტი

ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის ორმაგი ლიცენზირების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი შემუშავებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – „კანონი“) 28-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის მიცემის პირობებს და ორმაგი ლიცენზირების მოთხოვნებს.

2. ორმაგი ლიცენზირების მიზანს წარმოადგენს ცენტრალური დეპოზიტარისთვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის მიცემა.

3. ორმაგი ლიცენზირება ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ დეპოზიტარს უფლებას აძლევს ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობასთან ერთად აწარმოოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობა.

    მუხლი 2. მოთხოვნები ცენტრალური დეპოზიტარისადმი

1. ცენტრალური დეპოზიტარის მიერ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობის შეთავსებისას, მისი ქვედანაყოფი (დეპარტამენტი, სამსახური), რომელიც აღნიშნული საქმიანობით იქნება დაკავებული, უნდა იყოს ცენტრალური დეპოზიტარის ცალკე ქვედანაყოფი და არ უნდა შედიოდეს სხვა ქვედანაყოფის შემადგენლობაში.

2. ცენტრალური დეპოზიტარის ყველა თანამშრომელს, რომელსაც ხელი მიუწვდება ფასიანი ქაღალდების რეესტრზე და ცენტრალური დეპოზიტარის ერთ-ერთ დირექტორს უნდა ჰქონდეს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ გაცემული ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებლის საკვალიფიკაციო ატესტატი.

3. ცენტრალური დეპოზიტარის ქვედანაყოფის 7 ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სამსახურის განთავსების ადგილი, პერსონალი, ტექნიკური აღჭურვილობა, წესები, შინაგანაწესი და საქმიანობა სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონმდებლობისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სალიცენზიო მოთხოვნებს, გარდა ამ წესით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

4. ორმაგი ლიცენზირების შემთხვევაში ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზირების მოთხოვნათა შორის წინააღმდეგობისას უპირატესობა ენიჭება ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს

    მუხლი 3. ორმაგი ლიცენზირების პროცედურა

ორმაგი ლიცენზირების მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრალურმა დეპოზიტარმა უნდა აცნობოს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიას კანონის 42-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.

    მუხლი 4. ლიცენზიის გამოთხოვა ორმაგი ლიცენზირების შემთხვევაში

ორმაგი ლიცენზირების შემთხვევაში თითოეული ლიცენზიის გამოთხოვა ხდება კანონის 31-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით. ერთ-ერთი საქმიანობის ლიცენზიის გამოთხოვა არ იწვევს მეორე საქმიანობის ლიცენზიის გამოთხოვას.