,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ”

  • Word
,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/01/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 28/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.10.003.000.147
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
13
25/01/2005
სსმ, 10, 28/01/2005
190.020.060.10.003.000.147
,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ”
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/01/2005 - 28/06/2006)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №13

2005 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2005/06 სასწავლო წელს და შემდგომ, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების ახალ წესზე ეტაპობრივი გადასვლის უზრუნველყოფის მიზნით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 88-ე მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური რაოდენობა 2005/06, 2006/07, 2007/08 სასწავლო წლებისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) მაქსიმალური რაოდენობა – 1500 ლარი;

ბ) საშუალო რაოდენობა – 1250 ლარი;

გ) მინიმალური რაოდენობა – 1000 ლარი.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ყოველი წლის პირველ თებერვლამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს მომავალი სასწავლო წლისათვის მისი ფაკულტეტების ან/და სპეციალობების საგანმანათლებლო პროგრამების საფასურის ჩამონათვალს.

3. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების არჩევამდე ფაკულტეტების ან/და სპეციალობათა მიხედვით საგანმანათლებლო პროგრამების საფასურის ჩამონათვალს ადგენს დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ფაკულტეტების დეკანების მოვალეობის შემსრულებლებთან ერთად.

პრემიერ-მინისტრი        ზ. ჟვანია