თ. მოსიაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

  • Word
თ. მოსიაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 09/01/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4(11), 05/02/1999
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.001.
  • Word
3
09/01/1999
სსმ, 4(11), 05/02/1999
010.340.000.05.002.001.
თ. მოსიაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 3

1999 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

თ. მოსიაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტთან არსებული დსთ-ს და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარეს თ. მოსიაშვილს, რათა ხელი მოაწეროს შემდეგ შეთანხმებებს:

1. შეთანხმება დსთ-ს ფარგლებში სამუშაოთა და პროფესიათა ერთიანი სატარიფო-საკვალიფიკაციო ცნობარის გამოყენების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

2. შეთანხმება დსთ-ს მონაწილე სახელმწიფოთა ურთიერთინტერესების შესაბამისად სამშენებლო პროექტების სახელმწიფოთაშორისი ექსპერტიზის შესახებ.

3. შეთანხმება დსთ-ს მონაწილე სახელმწიფოთა საბიბლიოთეკათაშორისო აბონემენტის სისტემის შექმნის შესახებ.

4. შეთანხმება დსთ-ს მონაწილე ქვეყნების ეკოლოგიური მონიტორინგის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

5. დსთ-ს სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური კომიტეტის პრეზიდიუმის გადაწყვეტილება მოსკოვის ფოლადთა და შენადნობთა სახელმწიფო ინსტიტუტისათვის მეტალურგიული კომპლექსის სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების პრობლემათა კვლევის დსთ-ს მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური კავშირის საბაზო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ე. შევარდნაძე