დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის N276 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 219 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 156, 30/11/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110030000.22.027.016042 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №219
2010 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №276 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №276 ბრძანებით (სსმ III, 27.11.2008. №168, მუხ. 1720) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – სამმართველოს უფროსი
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც იმავდროულად არის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – სამმართველოს უფროსი:
ა) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს შორის;
ბ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის მუშაკთა პროფესიულ მომზადებას;
გ) აკონტროლებს დეპარტამენტის მუშაკთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაკთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული პროკურორების და გამომძიებლების კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ, აგრეთვე სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში საქმეთა განხილვაში პროკურორების განაწილების თაობაზე;
ვ) გამოითხოვს ქვემდგომი პროკურორების სააპელაციო საჩივრებს;
ზ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე;
თ) უშუალოდ მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს წინასწარ გამოძიებას, ადგენს საბრალდებო დასკვნას;
ი) განიხილავს სამმართველოს პროკურორების დასკვნებს ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებიდან წარმოდგენილ შუამდგომლობებზე საპატიმრო ვადის გაგრძელების შესახებ და წარუდგენს წინადადებებს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას;
კ) აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს სამმართველოს პროკურორების მონაწილეობას სასამართლოში პირველი და სააპელაციო ინსტანციით საქმეების განხილვისას;
ლ) ამოწმებს ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს ზომებს გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად;
მ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე;
ნ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ანალიტიკურ მუშაობას;
ო) აკონტროლებს ამ დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
პ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს;
ჟ) ასრულებს მთავარი პროკურორის, მისი მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
რ) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ ფუნქციებს.
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე –სამმართველოს უფროსი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები