დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 62, 10/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.35.131.016011 |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2010 წლის 25 ნოემბერი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ” ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობა ქალაქ ქობულეთის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე:
ა.ა) პირველ ზონაში 1 კვ. მ-ზე – 3 ლარი;
ა.ბ) მეორე ზონაში 1 კვ. მ-ზე – 1.5 ლარი;
b) სხვა უძრავ ქონებაზე:
ბ.ა) პირველ ზონაში – ქონების საპრივატიზებო საფასურის 6 %;
ბ.ბ) მეორე ზონაში – ქონების საპრივატიზებო საფასურის 5 %.
2. ქალაქ ქობულეთის ტერიტორიაზე ზონირება განისაზღვროს დანართის შესაბამისად (დანართი №1).
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბებში განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მ. მიწაზე – 1 ლარი;
ბ) სხვა უძრავ ქონებაზე – ქონების საპრივატიზებო საფასურის 5 %.
4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მ. მიწაზე – 0.70 ლარი;
ბ) სხვა უძრავ ქონებაზე – ქონების საპრივატიზებო საფასურის 5 %.
5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მ. მიწაზე – 0.30 ლარი;
ბ) სხვა უძრავ ქონებაზე – ქონების საპრივატიზებო საფასურის 5 %.
6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვროს ნივთის საპრივატიზებო საფასურის 5% -ის ოდენობით.
7. ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №14 დადგენილება.
8. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე
დანართი №1
|
ქ. ქობულეთის ზონების აღწერა
|
|
პირველი ზონა
|
| ზ. ჟვანიას სახელობის ხიდიდან დ. აღმაშენებლის გამზირის ღერძულა ხაზის დასავლეთი მხარე მდინარე აჭყვას შესართავამდე, მეგობრობის ქუჩის ღერძულა ხაზის დასავლეთი მხარე მდინარე კინტრიშის შესართავამდე, მდ. კინტრიშიდან მ. აბაშიძის ქუჩის დასავლეთი მხარე.
|
|
მეორე ზონა
|
| ქ. ქობულეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სხვა დანარჩენი ტერიტორია.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები