საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 28 ნოემბერს ხელმოწერილ შეთანხმებათა დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 28 ნოემბერს ხელმოწერილ შეთანხმებათა დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 513
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/09/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 17, 15/09/1998
სარეგისტრაციო კოდი 480.140.000.05.002.001.
  • Word
513
05/09/1998
პარლამენტის უწყებანი, 17, 15/09/1998
480.140.000.05.002.001.
საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 28 ნოემბერს ხელმოწერილ შეთანხმებათა დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №513

1998 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 28 ნოემბერს ხელმოწერილ შეთანხმებათა დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 28 ნოემბერს ხელმოწერილ შეთანხმებათა ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს შეთანხმებები „სტატისტიკის დარგში თანამშრომლობის შესახებ“ და „სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებათა დადება;

ბ) შეატყობინოს მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებათა ძალაში შესვლისათვის საჭირო საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

ე. შევარდნაძე