დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის 1997 წლის 5 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესავლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 512 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 05/09/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 17, 15/09/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №512
1998 წლის 5 სექტემბერი
ქ.თბილისი
საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის 1997 წლის 5 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის 1997 წლის 5 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;
ბ) შეატყობინოს თურქმენეთის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები