რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოსათვის საგანგებო დამატებით უფლებამოსილებათა მოხსნის შესახებ

  • Word
რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოსათვის საგანგებო დამატებით უფლებამოსილებათა მოხსნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 510
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/09/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 17, 15/09/1998
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.001.
  • Word
510
05/09/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 17, 15/09/1998
010.340.000.05.002.001.
რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოსათვის საგანგებო დამატებით უფლებამოსილებათა მოხსნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №510

1998 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოსათვის საგანგებო დამატებით უფლებამოსილებათა მოხსნის შესახებ

ბოლო წლებში საქართველო-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობისათვის სათანადო სახელშეკრულებო ბაზა შეიქმნა. ამის გათვალისწინებით და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის საქმიანი ურთიერთობის განმტკიცების მიზნით:

1. მოეხსნას რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 11 იანვრის №5 ბრძანებულების 1-ლი და მე-3 პუნქტების შესაბამისად მინიჭებული საგანგებო დამატებითი უფლებამოსილებანი.

2. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ შესრულებულია საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 11 იანვრის №5 ბრძანებულებით განსაზღვრული დავალებები და განხორციელებულია სათანადო სტრუქტურული ცვლილებები.

ე. შევარდნაძე