დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აუქციონის ჩატარების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს."ქუთაისის ავტომანქანა" |
| მიღების თარიღი | 30/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 84, 30/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გაკოტრების მმართველი აცხადებს აუქციონს სს „ქუთაისის ავტოქარხნის” დარჩენილი სამეურვეო ქონების რეალიზაციის მიზნით.
აუქციონი ჩატარდება 2010 წლის 13 დეკემბერს. აუქციონში მონაწილეობის მსურველმა (მონაწილემ) გაკოტრების მმართველის სახელზე უნდა წარმოადგინოს: ა) განაცხადი; ბ) სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში, ბანკი რესპუბლიკა, ანგარიში №33050001, მფო 220101757; ბანკის კოდი: 204856263), ბეს თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი; გ) განაცხადის შემტანი ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის ქსეროასლი (აუქციონის დღეს თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა); იურიდიული პირის შემთხვევაში – სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი.
განაცხადის წარმომადგენლის მეშვეობით შეტანის შემთხვევაში წარმომადგენელი უნდა იქნეს სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულების.
მონაწილეს აუქციონში მონაწილეთა ჟურნალში რეგისტრაციისთანავე გადაეცემა აუქციონში მონაწილის ბილეთი და იღებს აუქციონის მონაწილის სტატუსს.
აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება მონაწილე, რომელიც გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში, ბანკი რესპუბლიკა,ანგარიში №33050001; მფო 220101757; ბანკის კოდი: 204856263) ჩარიცხოს აუქციონზე მის მიერ დასახელებული თანხა,რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს გაკოტრების მმართველს.
თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთის (ქვითრის) გაკოტრების მმართველთან წარმოდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
თუ აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ქონების შესაძენად აუქციონზე მის მიერ დასახელებულ თანხას,მასთან არ გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
ნებისმიერი პირი უფლებამოსილია გაკოტრების მმართველს მიმართოს აუქციონის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით.
გასაყიდ ქონებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია 10 სთ-დან 18 სთ-მდე, კვირის გარდა.
საკონტაქტო ტელ.: 877 77 28 88.
აუქციონი გაიმართება 2010 წლის 13 დეკემბერს, 12 საათზე. მისამართი: ქუთაისი, სს „ქუთაისის ავტოქარხანა” – მდებარე ქუთაისში, ავტომშენებლის №88, ადმინისტრაციის შენობაში.
სარეალიზაციოდ გამოტანილი იქნება შემდეგი ქონება:
სს „ქუთაისის ავტოქარხანა” - მდებარე ქუთაისში, ავტომშენებლის №88
| ლოტი | ქონების დასახელება | ტექნიკური დახასიათება და მდგომარეობა | რაოდენობა | ფასი ლარში |
| 1 | კპ 3-ის საკომპრესორო შენობა |
| 1 | 20800 |
| 2 | კაზ-608; კაზ-4540-ის რეზინის ნაკეთობები.
ღ.ს.ს „ასმ-ჰოლდინგის“ აქციები
ნახშირი |
|
3
1174, 37 ტ | 492291, 51
14736
12119,5 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები