დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 29 ივნისის №7-41 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13-74 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო) |
| მიღების თარიღი | 29/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 58, 02/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020000.36.101.016008 |
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №13-74
2010 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 29 ივნისის № 7-41 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, „ ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 29 ივნისის № 7-41 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის” მე-4 პუნქტის „ თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ თ) სახელმწიფო ან ადგილობრივი ქონების განმკარგველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვრა უძრავ ქონებაზე ინვესტიციის განხორციელებისა და ქონების შემძენის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება;“ .
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები