სსრკ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ბანკის მიერ ბლოკირებული ამავე ბანკის ყოფილი თბილისის განყოფილების ანგარიშზე რიცხული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების ეტაპობრივი ანაზღაურების შესახებ

  • Word
სსრკ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ბანკის მიერ ბლოკირებული ამავე ბანკის ყოფილი თბილისის განყოფილების ანგარიშზე რიცხული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების ეტაპობრივი ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 480
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/08/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 16, 31/08/1998
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.05.002.001.
  • Word
480
17/08/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 16, 31/08/1998
220.090.000.05.002.001.
სსრკ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ბანკის მიერ ბლოკირებული ამავე ბანკის ყოფილი თბილისის განყოფილების ანგარიშზე რიცხული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების ეტაპობრივი ანაზღაურების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №480

1998 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

სსრკ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ბანკის მიერ ბლოკირებული ამავე ბანკის ყოფილი თბილისის განყოფილების ანგარიშზე რიცხული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების ეტაპობრივი ანაზღაურების შესახებ

„საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის შესრულების მიზნით:

1. დამტკიცდეს სსრკ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ბანკის მიერ ბლოკირებული ამავე ბანკის ყოფილი თბილისის განყოფილების ანგარიშზე რიცხული საქართველოს რეზიდენტთა (ფიზიკურ და იურიდიულ პირთა) კუთვნილი სახსრების ეტაპობრივი ანაზღაურებისათვის საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა განაწილების თანდართული წესი.

2. ბლოკირებული თანხებიდან კლირინგული, შეზღუდული მიმოქცევისა და ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ვალუტის კონვერტირება მოხდეს თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით (აშშ დოლარი) შემდეგი თანაფარდობით:

კლირინგული და შეზღუდული მიმოქცევის ვალუტა – 2:1

ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ვალუტა (გარდა საბჭოთა მანეთისა) – 5:1. მიღებული ინვალუტური მანეთი გადაყვანილ იქნეს აშშ დოლარებში ყოფილი სსრკ სახელმწიფო ბანკის მიერ 1991 წლის 26 დეკემბრისათვის დაფიქსირებული კომერციული კურსით (1 აშშ დოლარი – 1,6713 ინვალუტური მანეთი).

3. ბლოკირებული სავალუტო თანხების ანაზღაურება განხორციელდეს ეროვნული ვალუტით, ლარის მიმოქცევაში გაშვების დღისათვის აშშ დოლარის ლარზე გაცვლის ოფიციალური კურსით (1 აშშ დოლარი – 1,3 ლარი).

4. ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე რიცხული თანხების გაცემა ეთხოვოს სააქციო საზოგადოება „გაერთიანებულ ქართულ ბანკს“, როგორც საქართველოს ყოფილი ექსპორტ-იმპორტის სააქციო სახელმწიფო კომერციული ბანკის „ექსიმბანკის“ უფლებამონაცვლეს, რომელიც თავის მხრივ იყო სსრკ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ბანკის ყოფილი თბილისის განყოფილების უფლებამონაცვლე.

5. ფიზიკური პირების ბლოკირებული თანხების მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ს/ს „გაერთიანებული ქართული ბანკისათვის“ განხორციელდეს ამ მიზნისათვის საქართველოს 1998 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ს/ს „გაერთიანებულ ქართულ ბანკს“ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

6. ფიზიკურ პირთა კუთვნილი თანხების თანამიმდევრული გაცემის კონტროლის მიზნით ს/ს „გაერთიანებულმა ქართულმა ბანკმა“ ყოველთვიურად, არა უგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვისა, გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

7. იურიდიული პირების ანგარიშებზე რიცხული ნაშთების სათანადო კორექტირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ყოველი ცალკეული ორგანიზაციის თანხის ანაზღაურება აცნობოს ს/ს „გაერთიანებულ ქართულ ბანკს“.

ე. შევარდნაძე

სსრკ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ბანკის მიერ ბლოკირებული ამავე ბანკის ყოფილი თბილისის განყოფილების ანგარიშზე რიცხული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების ეტაპობრივი ანაზღაურებისათვის საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების განაწილების წესი

სსრკ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ბანკის მიერ ბლოკირებული ამავე ბანკის ყოფილი თბილისის განყოფილების ანგარიშზე რიცხული საქართველოს რეზიდენტთა კუთვნილი სახსრების ეტაპობრივი ანაზღაურებისათვის „საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია ფიზიკური პირებისათვის 100 ათასი ლარი, ხოლო იურიდიული პირებისათვის 200 ათასი ლარი.

აღნიშნული ვალის დაფარვა წარიმართება შემდეგი წესით:

1. ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე რიცხული თანხები 150 აშშ დოლარის ჩათვლით ანაზღაურდება მთლიანად, ხოლო თუ თანხა აღემატება 150 აშშ დოლარს, 1998 წელს ანაზღაურდება მხოლოდ 150 აშშ დოლარი.

2. მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-საკვლევი საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტის (მეტსი) ანგარიშზე რიცხული ბლოკირებული სავალუტო თანხა ანაზღაურდება მთლიანად.

3. 1992 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული საქველმოქმედო ორგანიზაციების ბლოკირებული სავალუტო თანხები ანაზღაურდება შემდეგნაირად:

ა) თუ ბლოკირებული თანხა არ აღემატება 100 აშშ დოლარს, იგი აუნაზღაურდება მთლიანად;

ბ) თუ ბლოკირებული თანხა აღემატება 100 აშშ დოლარს, 1998 წელს აუნაზღაურდება მხოლოდ 100 აშშ დოლარი და დანარჩენი თანხის 20 პროცენტი.