"რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის N6-35 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის N6-35 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13-75
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 29/11/2010
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 58, 02/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 210020000.36.101.016009
  • Word
13-75
29/11/2010
სსმ, 58, 02/12/2010
210020000.36.101.016009
"რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის N6-35 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №13-75

2010 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

„რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულების შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა „ რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქ. თბილისში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით ( მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის მინიმალური ტარიფი განისაზღვროს 0,2 ლარის ოდენობით, ხოლო მაქსიმალური – 0,5 ლარის ოდენობით.”.

2. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ქმედუნარიანობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე უსინათლო პირთათვის და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე ნებისმიერი პირისათვის, ქ. თბილისში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიების ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობა გახდეს უფასო.”.

4. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქ. თბილისის მთავრობამ:

ა) შეიმუშაოს და დაამტკიცოს ქ. თბილისში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემა იმ მომხმარებელთათვის, რომელთაც სურთ მრავალჯერადი გამოყენების სამგზავრო ბარათებით სარგებლობა;

ბ) უზრუნველყოს ქ. თბილისში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფების შეთანხმება.”.

5. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

1. ეს გადაწყვეტილება, გარდა ამ გადაწყვეტილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 6 დეკემბრიდან.

2. ამ გადაწყვეტილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე         ზ. სამადაშვილი