რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ამ ბანკის სკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული საქართველოს იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის ანგარიშში ჩამოწერის შედეგად წარმოქმნილი დავალიანების ეტაპობრივი დაფარვის შესახებ

  • Word
რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ამ ბანკის სკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული საქართველოს იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის ანგარიშში ჩამოწერის შედეგად წარმოქმნილი დავალიანების ეტაპობრივი დაფარვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 476
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/08/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 15, 14/08/1998
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.05.002.001.
  • Word
476
14/08/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 15, 14/08/1998
220.090.000.05.002.001.
რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ამ ბანკის სკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული საქართველოს იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის ანგარიშში ჩამოწერის შედეგად წარმოქმნილი დავალიანების ეტაპობრივი დაფარვის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №476

1998 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ამ ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული საქართველოს იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის ანგარიშში ჩამოწერის შედეგად წარმოქმნილი დავალიანების ეტაპობრივი დაფარვის შესახებ

„საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის შესასრულებლად:

1. დამტკიცდეს რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ამ ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული საქართველოს იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების სახელმწიფო საგარეო ვალის ანგარიშში ჩამოწერის შედეგად წარმოქმნილი დავალიანების ეტაპობრივი დაფარვისათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა განაწილების თანდართული წესი.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (ი. მანაგაძე) უზრუნველყონ აღნიშნული ბრძანებულების შესრულება.

ე. შევარდნაძე

რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ამ ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული საქართველოს იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის ანგარიშში ჩამოწერის შედეგად წარმოქმნილი დავალიანების ეტაპობრივი დაფარვისათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა განაწილების წესი

რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ამ ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული საქართველოს იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის ანგარიშში ჩამოწერის შედეგად წარმოქმნილი დავალიანების ეტაპობრივი დაფარვისათვის „საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია 200 (ორასი) ათასი ლარი. აღნიშნული ვალის დაფარვა წარიმართება შემდეგი წესით:

1. თანხების ანაზღაურება განხორციელდება საქართველოს ეროვნული ვალუტით, ლარის მიმოქცევაში გაშვების დღისათვის რუსული რუბლის ლარზე გაცვლის ოფიციალური კურსით, 1000 რუსული რუბლი – 0,25 ლარი.

2. ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა გაცემა განხორციელდება იურიდიული პირების მიერ სათანადო საბუთების წარმოდგენის კვალობაზე.

3. თანხის მისაღებად იურიდიულმა პირებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა წარუდგინონ შემდეგი საბუთები:

ა) ეროვნული ბანკის ცნობა (წერილი) რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ამ ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული საქართველოს იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების სახელმწიფო საგარეო ვალის ანგარიშში ჩამოწერის შესახებ, ჩამოწერის თარიღისა და ჩამოწერილი თანხის ოდენობის ჩვენებით;

ბ) იურიდიული პირის სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) იურიდიული პირების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის ან რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულმა ახლად შექმნილმა იურიდიულმა პირმა – უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საგადასახადო სამსახურიდან ცნობა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორების მდგომარეობის შესახებ.