„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის N8 დადგენილებაში –"საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის N8 დადგენილებაში –"საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 61, 09/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 04/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.114.016016
  • Word
20
25/11/2010
სსმ, 61, 09/12/2010
010250020.35.114.016016
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის N8 დადგენილებაში –"საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2010 წლის 25 ნოემბერი

დაბა ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №8 დადგენილებაში „საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად,

საკრებულომ დაადგინა:

1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №8 დადგენილებაში – „საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №8 დადგენილების  „საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თანდართული დებულების I თავის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ირჩევს (ათავისუფლებს) საკრებულო ,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 28-ე და საკრებულოს დებულების 26-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №8 დადგენილების „საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თანდართული დებულების I თავის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმას, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას“.

2. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                  ა. ხუნდაძე