დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის N5 დადგენილებაში – "ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 61, 09/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.114.016013 |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2010 წლის 25 ნოემბერი
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის № 5 დადგენილებაში „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის № 5 დადგენილებაში „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნე ს შემდეგი ცვლილებები:
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის № 5 დადგენილების „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თანდართული დებულების III თავის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) აკონტროლებს საკრებულოს მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და შინაგანაწესის მოთხოვნათა დაცვას; ამზადებს წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის № 5 დადგენილების „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თანდართული დებულების V თავის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით“.
3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის № 5 დადგენილების „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თანდართული დებულების V თავის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შინაგანაწესს, საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე“.
2. დადგენილება ძალაშია არსებული წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები