„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 აგვისტოს N3 დადგენილებაში – "ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 აგვისტოს N3 დადგენილებაში – "ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 61, 09/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.114.016012
  • Word
16
25/11/2010
სსმ, 61, 09/12/2010
010250040.35.114.016012
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 აგვისტოს N3 დადგენილებაში – "ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე"
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება 16

2010 წლის 25 ნოემბერი

დ. ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 აგვისტოს 3 დადგენილებაში „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

საკრებულომ დაადგინა:

1. საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 აგვისტოს 3 დადგენილებაში „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების თანდართულ დებულებაში „თავი 1. ზოგადი დებულებები“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „თავი I. ზოგადი დებულებები“.

2. დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნს.

3. დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სესხის ან გრანტის აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.“

4. დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნს.

5. დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მე-10 მუხლის ნაცვლად ჩაიწეროს მე-6 მუხლი.

6. დებულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის, მიწის იჯარის, მიწაზე ქონების, მისი გაანგარიშეისა და გადახდის წესების დადგენა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“.

7. დებულების მე-4 მუხლი „საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონიერება: საქართველოს კნსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულების შესრულება და დაცვა;

2. საჯაროობა;

3. საკითხების კოლექტიური და თავისუფალი განხილვა-გადაწყვეტა;

4. დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრულ ადგილობრივ საკითხთა გადაწყვეტაში;

5. კანონით დადგენილ ფუნქციების განხორციელებაზე დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა;

6. წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა;

7. თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის აზრის გათვალისწინება;

8. თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართვის უზრუნველყოფა;

9. ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე.“.

8. დადგენილების თანდართულ დებულებაში „თავი 2. საკრებულოს წევრი“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „თავი II. საკრებულოს წევრი“.

9. დებულების მე-16 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნს.

10. დადგენილების თანდართულ დებულებაში „თავი 3. საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „თავი III. საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე“.

11. დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ამტკიცებს“ შეიცვალოს სიტყვით „ხელს აწერს“.

12. დადგენილების თანდართულ დებულებაში „თავი 4. საკრებულოს ბიურო“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „თავი IV. საკრებულოს ბიურო“.

13. დადგენილების თანდართულ დებულებაში „თავი 5. საკრებულოს კომისიები და დროებითი სამუშაო ჯგუფები“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „თავი V. საკრებულოს კომისიები და დროებითი სამუშაო ჯგუფები“.

14. დადგენილების თანდართულ დებულებაში „თავი 6. საკრებულოს ფრაქცია“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „თავი VI. საკრებულოს ფრაქცია“.

15. დებულების 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი გაუქმდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ერთი პარტიის წევრებმა შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია“.

16. დადგენილების თანდართულ დებულებაში „თავი 7. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „თავი VII. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა“.

17. დადგენილების თანდართულ დებულებაში „თავი 8. საკრებულოს სხდომა“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „თავი VIII. საკრებულოს სხდომა“.

18. დებულების 52-ე მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილ იქნს ცვლილება და ამოღებულ იქნს სიტყვა „ნახევარი მაინც“ და ჩაიწეროს „ნახევარზე მეტი“.

19. დებულების 66-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნს „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები.

20. დებულების 92-ე მუხლის მე-5 პუნქტი გაუქმდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით“ „საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადება და გაუქმება ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 თვით დადგენილი ნორმების შესაბამისად“.

21. დადგენილების თანდართულ დებულებაში „თავი XVIII. დასკვნითი დებულებები“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „თავი XIX. დასკვნითი დებულებები“.

22. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                     ა. ხუნდაძე