დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ხელშეკრულება) ფორმის დამტკიცების შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 61, 09/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.114.016011 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/12/2010 - 11/01/2011)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2010 წლის 25 ნოემბერი
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ხელშეკრულება) ფორმის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 194 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ხელშეკრულება) (თან ერთვის).
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 11 ივლისის №129 დადგენილება „მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ხელშეკრულება) დამტკიცების შესახებ“.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე
დანართი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი N
,,----“ ,,------------------“ 20 წ. დ. ჩოხატაური
1. წინამდებარე ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა ---------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები.
2. მასზე, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების --––––––––––––––––––––––––––––––––––––----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი -------------------- (------------------------------------------)
ციფრებით სიტყვიერად
შემდგომში პრივატიზების მიზნით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადამცემი კომისიის მიერ 20 წლის ,,--------------” ,,----------------------------” მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის
----------- (----------------------------------------------------) ლარი
ციფრებით სიტყვიერად
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------––––––––––––––––––––––––––––––––––
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრის ან/და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე) შემდგომში – ქონება.
4. მყიდველი ვალდებულია:
აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საბანკო ანგარიშზე
N ------------------------------------------------------------------------------------------------------
5. მყიდველის გადახდილი ბე ითვლება ანგარიშსწორებისას.
6. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დაანგრიოს, იპოთეკით დატვირთოს ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება.
7. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
8. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
9. სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
10. ოქმიდან (ხელშეკრულებიდან) წარმოშობილი სადავო საკითხი განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
11. ოქმი (ხელშეკრულება) შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად; ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
12. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის (ხელშეკრულების) შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს (ხელშეკრულებას).
13. ოქმს (ხელშეკრულებას), რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კომისიის თავმჯდომარე /--------------------- / ----------------------------------/
ხელმოწერა სახელი, გვარი
აუქციონში გამარჯვებული
პირი (მყიდველი) /--------------------- / ----------------------------------/
ხელმოწერა სახელი, გვარი
------------------------------- ბეჭდის ადგილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები