დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 23 მაისს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესავლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 447 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 03/08/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 15, 14/08/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №447
1998 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 23 მაისს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 23 მაისს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს შეთანხმება „ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;
ბ) შეატყობინოს უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები