საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 6 ოქტომბრის №977 და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 1 ნოემბრის №692 დადგენილებების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ

  • Word
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 6 ოქტომბრის №977 და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 1 ნოემბრის №692 დადგენილებების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 431
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/07/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 14, 31/07/1998
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.001.
  • Word
431
24/07/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 14, 31/07/1998
010.340.000.05.002.001.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 6 ოქტომბრის №977 და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 1 ნოემბრის №692 დადგენილებების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №431

1998 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 6 ოქტომბრის №977 და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 1 ნოემბრის №692 დადგენილებების ძალადაკარულად ჩათვლის შესახებ

მიღებულ იქნეს საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტყეებში ტყით სარგებლობის წესების დაცვის გაუმჯობესების, ეკონომიკური მექანიზმის მოწესრიგებისა და მატერიალური პასუხისმგებლობის გაძლიერების ღონისძიებათა განხორციელების მიზნით 1997 წელს დეპარტამენტის ბრძანებით დამტკიცებულია ხეებისა და ბუჩქების უკანონოდ მოჭრითა და დაზიანებით, ტყის ხელოვნური ნარგაობის, სატყეო სანერგეებისა და პლანტაციების და სხვ. განადგურება-დაზიანებით ტყისათვის მიყენებული ზარალის ოდენობა, ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

1. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 6 ოქტომბრის №977 დადგენილება „ტყის უკანონო ჭრით რესპუბლიკის ტყის ფონდისათვის მიყენებული ზარალის, ტყის ფონდის მიწებიდან არამერქნით რესურსების თვითნებურად მოპოვებისა და ტყით სარგებლობის დადგენილი სხვა წესების დარღვევის გამო მატერიალური პასუხისმგებლობის გაძლიერების ღონისძიებათა შესახებ“.

2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 1 ნოემბრის №692 დადგენილება „რესპუბლიკის ტყის ფონდისათვის ტყით (მერქნითი, არამერქნითი)სარგებლობის წესების დარღვევების გამო მიყენებულ ზარალზე მატერიალური პასუხისმგებლობის გაძლიერების ღონისძიებათა შესახებ“.

ე. შევარდნაძე