დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხე-ტყის ნედლეულის საექპორტო ლიცენზიის ფორმის, აღრიცხვისა და გაცემის წესის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 420 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/07/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 14, 31/07/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390.050.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №420
1998 წლის 20 ივლისი
ქ.თბილისი
ხე-ტყის ნედლეულის საექსპორტო ლიცენზიის ფორმის, აღრიცხვისა და გაცემის წესის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „ხე-ტყის ნედლეულის საექსპორტო ლიცენზიის ფორმის, აღრიცხვისა და გაცემის წესის შესახებ“ თანდართული დებულება.
ე. შევარდნაძე
ხე-ტყის ნედლეულის საექსპორტო ლიცენზიის ფორმის, აღრიცხვისა და გაცემის წესის შესახებ
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
დებულება განსაზღვრავს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 44-ე ჯგუფის 4401, 4403, 4404, 4406 და 4407 სასაქონლო პოზიციით აღწერილი ხე-ტყის ნედლეულის საექსპორტო ლიცენზირების გაცემისა და აღრიცხვის წესს.
1. ლიცენზიები გაიცემა საქართველოს იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად.
2. ლიცენზიების გადაცემა სხვა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის აკრძალულია.
3. ლიცენზიები გაიცემა განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა დაერთოს:
ა) საექსპორტო ან საბარტერო კონტრაქტი;
ბ) მომსახურე ბანკის ცნობა საბანკო ანგარიშის არსებობის შესახებ;
გ) ქვითარი სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ;
დ) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი, გაცემული უფლებამოსილი ორგანოს მიერ;
ე) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთი (ცნობა).
4. განმცხადებელი განცხადებასა და მის დანართებში მოყვანილი ცნობების სისწორისათვის პასუხს აგებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ლიცენზიის მისაღებად შემოსული განცხადების რეგისტრაცია, დებულების მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში, წარმოებს სპეციალურ ზონარგაყრილ, ბეჭდით დამოწმებულ რეესტრის წიგნში. იმავე წიგნში წარმოებს გაცემული ლიცენზიების რეგისტრაცია სათანადო ჩანაწერით, რომელშიაც მითითებულ უნდა იქნეს:
ა) ლიცენზიის მიმღების დასახელება;
ბ) პროდუქციის დასახელება;
გ) საერთო ღირებულება;
დ) ლიცენზიის ნომერი;
ე) პროდუქციის რაოდენობა კუბურ და/ან გრძივ მეტრებში.
6. ლიცენზიის გაცემა ხორციელდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის ცხრანიშნა კოდების მიხედვით.
7. ლიცენზია გაიცემა საქონლის ერთ სახეობაზე კონტრაქტში მითითებული სასაქონლო პოზიციების რაოდენობის მიუხედავად.
8. ლიცენზია გაიცემა კონტრაქტში დაფიქსირებულ ვადებში, მაგრამ არა უმეტეს 1 კალენდარული წლისა. იგი ძალაშია მასში მითითებული ვადის განმავლობაში.
საექსპორტო ოპერაციები შეიძლება განხორციელდეს ლიცენზიაში დაფიქსირებული რაოდენობისა და ვადების ფარგლებში რამდენიმე ეტაპად.
9. ლიცენზიის გაცემაზე გადაწყვეტილება მიიღება განცხადების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. უარი ლიცენზიის გაცემაზე უნდა იყოს მოტივირებული (განმცხადებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში უარის მოტივაცია მას ეცნობება წერილობით). ამ შემთხვევაში განმცხადებელს უბრუნდება სალიცენზიო მოსაკრებლის ქვითარში აღნიშნული თანხა.
10. ყველა გაცემული ლიცენზიის ასლები და მათ საფუძველზე ჩატარებული ანალიზი ყოველკვირეულად უნდა მიეწოდოს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრს. მათ ბაზაზე საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროში იწარმოებს ლიცენზიების ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფორმირება.
11. ლიცენზიის გაცემისათვის საჭირო წარმოდგენილი ყველა საბუთი ინახება ლიცენზიის გამცემ დაწესებულებაში 3 წლით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები