საქართველოში კავკასიური სოჭის თესლის (გირჩის) დამზადებისა და რეალიზაციის რეგულირების შესახებ

  • Word
საქართველოში კავკასიური სოჭის თესლის (გირჩის) დამზადებისა და რეალიზაციის რეგულირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 414
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 15/07/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 13, 15/07/1998
სარეგისტრაციო კოდი 340.020.000.05.002.001.
  • Word
414
15/07/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 13, 15/07/1998
340.020.000.05.002.001.
საქართველოში კავკასიური სოჭის თესლის (გირჩის) დამზადებისა და რეალიზაციის რეგულირების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №414

1998 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოში კავკასიური სოჭის თესლის (გირჩის) დამზადებისა და რეალიზაციის რეგულირების შესახებ

საქართველოში მცენარეული რესურსებით (მათ შორის, ხე-ტყით) სარგებლობის სალიცეზიო საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 იანვრის 64 ბრძანებულებით საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობების მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეიქმნა საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭო, რომელიც ახდენს მცენარეული რესურსებით სარგებლობის, მათ შორის კავკასიური სოჭის თესლის (გირჩის) კვოტების დადგენას და ლიცენზიების გაცემას.

აღნიშნულის გათვალისწინებით:

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 19 აგვისტოს 320 ბრძანებულება.

2. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ (კ. ზალდასტანიშვილი) იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის სოჭის თესლი (გირჩის) საექსპერტო ლიცენზიები გასცეს მცენარეული რესურსებით სარგებლობის სალიცენზიო საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მიერ გაცემული ლიცენზიების, სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სოჭის თესლის (გირჩის) დამზადების წესების მოთხოვნათა დაცვის დამადასტურებელი ცნობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და სპეციალიზებული სატყეო ორგანიზაციების მიერ გაცემული სოჭის თესლის წარმოშობისა და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატის საფუძველზე.

ე. შევარდნაძე