კვოტების დამტკიცების შესახებ

  • Word
კვოტების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 129
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/06/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 63, 14/06/2001
სარეგისტრაციო კოდი 340170000.11.113.004802
  • Word
129
06/06/2001
სსმ, 63, 14/06/2001
340170000.11.113.004802
კვოტების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.004.802

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების

მინისტრის ერთობლივი ბრძანება 129/2-92/80/411

2001 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

კვოტების დამტიცების შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანაშენე ცხოველების, სანაშენე პროდუქციის, სათესლე მასალის, პესტიციდების და სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებისათვის საჭირო სხვა საშუალებების იმპორტზე დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს 2001 წლისათვის სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, პესტიციდების და სხვა საშალებების ჩამონათვალი და ოდენობა დანართის შესაბამისად.

2. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა დანართში მითითებული პროდუქიის თითოეული პარტიის განბაჟება მოახდინოს საქართველოს ფინანსთა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროების თანხმობის ერთობლივი წერილის საფუძველზე.

ზ. ნოღაიდელი

დ. კირვალიძე

ივ. ჩხარტიშვილი

მ. მაჭავარიანი

დანართი

სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი იმპორტით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, პესტიციდების და სხვა საშუალებების ჩამონათვალი

1. სანაშენე მსხვილი რქოსანი პირუტყვი – 500 (ხუთასი) სული.

2. სანაშენე ღორი – 500 (ხუთასი) სული.

3. სანაშენე ცხვარი და თხა – 500 (ხუთასი) სული.

4. სანაშენე ფრინველი და ერთდღიანი წიწილა – 500 000 (ხუთასი ათასი) ფრთა.

5. სანაშენე საინკუბაციო კვერცხი – 5 000 000 (ხუთი მილიონი) ცალი.

6. ღრმად გაყინული სანაშენე კუროების სპერმა – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) დოზა

7. კალმახის მომწიფებული ქვირითი და გამოჩეკილი ლიფსიტი – (2 000 000 ორი მილიონი) ცალი

8. აბრეშუმის გრენა – 40 (ორმოცი) კილოგრამი.

9. საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების თესლეული – 10 000 (ათი ათასი) ტონა.

10. სოკოს მიცელიუმი – 5( ხუთი) ტონა.

11. პესტიციდები 3 000 (სამი ათასი) ტონა.