დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სააქციო საზოგადოებებში სახელმწიფოს კუთვნილი აქციებით სახელმწიფო საშინაო ვალის ნაწილობრივ დაფარვის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 399 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 03/07/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 13, 15/07/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240.060.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №399
1998 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
სააქციო საზოგადოებებში სახელმწიფოს კუთვნილი აქციებით სახელმწიფო საშინაო ვალის ნაწილობრივ დაფარვის ღონისძიებათა შესახებ
ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ გარკვეული ღონისძიებები განხორციელდა ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებათა დასაფარავად. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ დიდია ქვეყნის სახელმწიფო საშინაო ვალის მოცულობა და მისი სრულად დაფარვა უახლოეს წლებში მხოლოდ ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე შეუძლებელია. ასეთ პირობებში ზოგიერთი სახის სავალო ვალდებულებათა დაფარვა შეიძლება განხორციელდეს სააქციო საზოგადოებებში სახელმწიფოს კუთვნილი აქციებით, რაც ხელს შეუწყობს პრივატიზების პროცესის დაჩქარებას, აგრეთვე ქვეყნის მთლიანი საშინაო ვალის სიდიდის შემცირებას.
პრივატიზების პროცესის შემდგომი დაჩქარებისა და სახელმწიფო საშინაო ვალის ნაწილობრივ დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით:
1. თურქმენეთიდან 1995 წლის ჩათვლით მოწოდებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის სანაცვლოდ საქართველოს მთავრობის დავალებით ქვეყნის საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ გადატვირთული პროდუქციის ღირებულების აუნაზღაურებლობით წარმოქმნილი დავალიანებები, ნებაყოფლობის საფუძველზე, დაიფაროს სააქციო საზოგადოებებში სახელმწიფოს კუთვნილი აქციებით.
2. ამ ბრძანებულების 1-ლი პუნქტის შესასრულებლად დამტკიცდეს „სააქციო საზოგადოებებში სახელმწიფოს კუთვნილი აქციებით სახელმწიფო საშინაო ვალის ნაწილობრივ დაფარვის" თანდართული წესი.
ე. შევარდნაძე
სააქციო საზოგადოებებში სახელმწიფოს კუთვნილი აქციებით სახელმწიფო საშინაო ვალის ნაწილობრივ დაფარვის წესი
თურქმენეთიდან 1995 წლის ჩათვლით მოწოდებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის სანაცვლოდ საქართველოს მთავრობის დავალებით ქვეყნის საწარმოებისა და ორგანიზაციების (შემდგომში – საწარმოები და ორგანიზაციები) მიერ გადატვირთული პროდუქციის ღირებულების აუნაზღაურებლობით წარმოქმნილი დავალიანებები, ნებაყოფლობის საფუძველზე, დაიფაროს სააქციო საზოგადოებებში სახელმწიფოს კუთვნილი აქციებით.
სააქციო საზოგადოებებში სახელმწიფოს კუთვნილი აქციებით სახელმწიფო საშინაო ვალის ნაწილობრივ დაფარვის მიზნით:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი), საქართველოს სახელმწიფო კომპანია საქტრანსგაზმრეწვისა" და კონტროლის პალატის მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე, საწარმოებისა და ორგანიზაციების მოთხოვნის თანახმად, გასცეს შესაბამისი ცნობა თურქმენეთში გადატვირთული პროდუქციის ღირებულების აუნაზღაურებლობით მათ მიმართ წარმოქმნილი დავალიანების შესახებ;
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ა. სილაგაძე) ზემოაღნიშნულის შესაბამისად გაცემულ ცნობაში მითითებული თანხის ოდენობით საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის გასცეს სააქციო საზოგადოებებში სახელმწიფოს კუთვნილი აქციები. ამასთან, გადასაცემი აქციების ფასი უნდა განისაზღვროს მათი ნომინალური ღირებულებით;
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სააქციო საზოგადოებებში სახელმწიფოს კუთვნილი აქციების საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის გადაცემის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიაწოდოს აქციების გაცემიდან სამ დღეში;
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე მოახდინოს სახელმწიფო საშინაო ვალის მოცულობის კორექტირება საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის გადაცემული აქციების ღირებულების შესაბამისად;
ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, რათა სახელმწიფოს კუთვნილი აქციებით სახელმწიფო საშინაო ვალის ნაწილობრივ დაფარვასთან დაკავშირებით სათანადო ცვლილებები იქნეს შეტანილი "საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში.
ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებებით აქციათა გადაცემის საბოლოო ვადად განისაზღვროს 1998 წლის 15 სექტემბერი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები