დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებისა და სასაზღვრო ჯარების ნაწილების სარეგებლობაში არსებული და მათ მიერ გადმოცემული და გასხვისებული ობიექტების, მიწის ნაკვეთებისა და უძრავ-მოძრავი ქონების გადმოცემა-მიღების წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 390 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/06/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 12, 30/06/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №390
1998 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებისა და სასაზღვრო ჯარების ნაწილების სარგებლობაში არსებული და მათ მიერ გადმოცემული და გასხვისებული ობიექტების, მიწის ნაკვეთებისა და უძრავ-მოძრავი ქონების გადმოცემა-მიღების წესის შესახებ
საქართველოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებისა და სასაზღვრო ჯარების ნაწილების სარგებლობაში არსებული და მათ მიერ გადმოცემული და გასხვისებული ობიექტების, მიწის ნაკვეთებისა და უძრავ-მოძრავი ქონების გადმოცემა-მიღებასთან დაკავშირებით:
1. დადგინდეს, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებისა და სასაზღვრო ჯარების ნაწილების სარგებლობაში არსებული და მათ მიერ გადმოცემული და გასხვისებული ობიექტების, მიწის ნაკვეთებისა და უძრავ-მოძრავი ქონების მიღება განხორციელდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
2. აღნიშნული სამთავრობო დაწესებულების წარმომადგენლების მიერ ვიზირებული დადგენილი წესით შედგენილი გადმოცემა-მიღების აქტი წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს, რის საფუძველზეც პრეზიდენტი მიანიჭებს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს მოცემული ობიექტების მიღების უფლებამოსილებას.
3. ზემოაღნიშნული სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელებმა დააჩქარონ ობიექტების, მიწის ნაკვეთებისა და უძრავ-მოძრავი ქონების გადმოცემა-მიღებასთან დაკავშირებული პროცედურის შემუშავება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები