დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავვრობას შორის 1997 წლის 27 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმებების დამტკიცების და ძალაში შესვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 367 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/06/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 11, 15/06/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №367
1998 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 27 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმებების დამტკიცების და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 27 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს შეთანხმებები „ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, „სავალუტო და საექსპორტო კონტროლის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“ .
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების დადება;
ბ) შეატყობინოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები