დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის გაუქმების თაობაზე“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციასთან საქართველოს მიერთების საკითხის სათანადო გადაწყვეტილებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 65 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/08/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 07/09/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010012004.00(0).000.000000 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.012.004.402
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №65/7
2000 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
„უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის გაუქმების თაობაზე“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციასთან საქართველოს მიერთების საკითხის სათანადო გადაწყვეტილებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
„უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის გაუქმების თაობაზე“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციასთან საქართველოს მიერთების საკითხის სათანადო გადაწყვეტისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ ვბრძანებთ:
უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის გაუქმების თაობაზე ”ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციასთან საქართველოს მიერთების შესახებ საკითხის დაჩქარების და შიდასახელმწიფოებრივი მოსამზადებელი პროცედურების გადაწყვეტის მიზნით შეიქმნას საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების სპეციალისტთა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
1) იზა ბუხრაშვილი – იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ა) ლალი ებანოიძე – იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების მომზადებისა და ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ბ) ლელა ნადიბაიძე – ნოტარიატის განყოფილების უფროსი
გ) ლიდა გერლიანი – მოქალაქეობრივი მდგომარეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტის მრჩეველი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დ) ზურაბ თიკანაშვილი – საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
ე) ზაალ მარგველაშვილი – საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
ვ) გიორგი ტაბატაძე – საკონსულო დეპარტამენტის საკონსულო სამართლებრივი სამმართველოს უფროსი
ზ) ნათელა ბარამაშვილი – საკონსულო დეპარტამენტის მდივანი
თ) იოსებ გოგიაშვილი – წამყვანი სპეციალისტი
2) სამუშაო ჯგუფმა უზრუნველყოს „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის გაუქმების თაობაზე“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციასთან საქართველოს მიერთების შესახებ საკითხის დროულად გადაწყვეტის მიზნით შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დაჩქარება.
3) წარმოადგინოს წინადადებები კონვენციის მე - 6 მუხლის შესაბამისად, იმ ოფიციალური ორგანოს ფუნქციების განსაზღვრის თაობაზე, რომელსაც მიენიჭება უფლებამოსილება „აპოსტოლის“ დასმაზე.
4) მოამზადოს ნორმატიული აქტების პროექტები „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის გაუქმების თაობაზე“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციასთან საქართველოს მიერთების შესახებ, მათ შორის „აპოსტოლის“ შესახებ დებულების პროექტი.
5) სამუშაო ჯგუფმა მუშაობის მიმდინარეობის თაობაზე პერიოდულად მოახსენონ საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს.
6) ჯგუფმა მუშაობა დაასრულოს 2000 წლის 1 ნოემბრისათვის
ი. მენაღარიშვილი
ჯ. ხეცურიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები