დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კრედიტით 1994 წელს საქართველოში შემოტანილი და საექპლუატაციოდ ვარგისი სატრაქტორო ტექნიკის მოსახლეობისთვის უსაუყიდლოდ გადაცემის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 363 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 04/06/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 11, 15/06/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 280.120.000.05.002.001. |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/06/1998 - 09/07/1998)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №363
1998 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კრედიტით 1994 წელს საქართველოში შემოტანილი და საექსპლუატაციოდ ვარგისი სატრაქტორო ტექნიკის მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კრედიტით 1994 წელს საქართველოში შემოტანილი სატრაქტორო ტექნიკის რეალიზაცია ძალზე გაჭიანურდა. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, რაც აღნიშნული ტექნიკის ჩამოფასებით და მისი რეალიზაციის წესების ცვლილებებით გამოიხატა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ქუთაისის სააქციო საზოგადოება „საქტრაქტორში" შენახული ტექნიკა განიცდის ფიზიკურ და მორალურ ცვეთას, რაც კიდევ უფრო ართულებს მის რეალიზაციას.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კრედიტით 1994 წელს საქართველოში შემოტანილი სატრაქტორო ტექნიკის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების პროცესში მოქცევის, მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენის შრომის პირობების და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:
1. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კრედიტით 1994 წელს საქართველოში შემოტანილი და რეალიზაციის გარეშე დარჩენილი სატრაქტორო ტექნიკიდან ექსპლუატაციისათვის ვარგისი ნაწილი უსასყიდლოდ გადაეცეს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას.
2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სატრაქტორო ტექნიკის უსასაყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებული სკითხების მოსაგვარებლად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ნიკო ლეკიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
თენგიზ გაზდელიანი – საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი
ბაკურ გულუა – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ვალერი ვაშაკიძე – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
კონსტანტინე ზალდასტანიშვილი – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი
როზა ლორთქიფანიძე – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
თედო ნინიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ვლადიმერ პაპავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი
მიხეილ ჭკუასელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
3. კომისიამ ორ კვირაში უზრუნველყოს:
ა) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კრედიტით 1994 წელს საქართველოში შემოტანილი სატრაქტორო ტექნიკის ინვენტარიზაცია;
ბ) მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ გადასაცემი სატრაქტორო ტექნიკის რაოდენობის დადგენა, ინვენტარიზაციის შედეგებიდან გამომდინარე;
გ) საექსპლუატაციოდ ვარგისი სატრაქტორო ტექნიკის მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისათვის განაწილების კრიტერიმებისა და წესის განსაზღვრა;
დ) საექსპლუატაციოდ უვარგისი სატრაქტორო ტექნიკის რაოდენობის განსაზღვრა,
მისი მარაგნაწილებად დაშლის საკითხზე გადაწყვეტილების მომზადება და ამ მარაგნაწილებით სააქციო საზოგადოება „საქტრაქტორის“ მეშვეობით იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მომსახურების გაწევის პირობების შემუშავება.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) კომისიის დასკვნის საფუძველზე სააქციო საზოგადოება „საქტრაქტორთან" შეთანხმებით შეიტანოს ცვლილებები მასთან გაფორმებულ სამმხრივ საკრედიტო ხელშეკრულებაში.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები