სათესლე კარტოფილის საქართველოში შემოტანის საბაჟო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
სათესლე კარტოფილის საქართველოში შემოტანის საბაჟო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 356
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 28/05/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 10, 29/05/1998
სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.05.002.001.
  • Word
356
28/05/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 10, 29/05/1998
230.150.070.05.002.001.
სათესლე კარტოფილის საქართველოში შემოტანის საბაჟო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №356

1998 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

სათესლე კარტოფილის საქართველოში შემოტანის საბაჟო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს სათესლე კარტოფილის საქართველოში შემოტანის საბაჟო კონტროლის თანდართული წესი.

ე. შევარდნაძე

სათესლე კარტოფილის საქართველოში შემოტანის საბაჟო კონტროლის წესი

1. სათესლე კარტოფილის საბაჟო გაფორმებამდე საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მუშაკის თანდასწრებით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს თესლეულისა და სარგავი მასალის ხარისხის ინსპექციის წარმომადგენელი თესლის პარტიიდან შერჩევითი სინჯების აღებისა და თვალთახედვითი შემოწმებით მოქმედი სტანდარტების საფუძველზე გასცემს სათანადო შემოწმების საბუთს „ანალიზის შედეგის” ფორმის მიხედვით.

2. მავნებლებსა და დაავადებებზე სათესლე კარტოფილის თესლის შემოწმებას დადგენილი წესით ახდენს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარიული კარანტინის ინსპექცია და იძლევა სათანადო საბუთს.

3. მიმღების მიერ სათესლე კარტოფილის საწყობში ან ტერმინალში მოთავსების შემდეგ, მიმღების განაცხადის საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს თესლეულისა და სარგავი მასალის ხარისხის ინსპექცია იღებს სინჯებს თესვითი ხარისხის დასადგენად და ჩატარებული ანალიზის შედეგების მიხედვით გასცემს სათანადო საბუთს.

4. აკრძალულია დაურაიონებელი ჯიშის სათესლე კატოფილის შემოტანა, გარდა სელექციური მიღწევების გამოცდისა და დაცვის ინსპექციისათვის საკონკურსო და საწარმოო გამოცდის მიზნით გათვალისწინებული საჭირო ჯიშებისა.