საქართველოს მოსახლეობის 1999 წლის საყოველთაო აღწერის მოწყობის დამატებითი ღონისძიებების შესახებ

  • Word
საქართველოს მოსახლეობის 1999 წლის საყოველთაო აღწერის მოწყობის დამატებითი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 327
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/05/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 10, 29/05/1998
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.001.
  • Word
327
17/05/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 10, 29/05/1998
010.340.000.05.002.001.
საქართველოს მოსახლეობის 1999 წლის საყოველთაო აღწერის მოწყობის დამატებითი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №327

1998 წლის 17 მაისი

 ქ. თბილისი

 საქართველოს მოსახლეობის 1999 წლის საყოველთაო აღწერის მოწყობის დამატებითი ღონისძიებების შესახებ

 საქართველოს მოსახლეობის 1999 წლის საყოველთაო აღწერის მომზადებისა და მოწ ყობისათვის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 20 ნოემბრის №488 დასაქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ივნისის №307 ბრძანებულებათა შესაბა მისად განვლილ პერიოდში მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა. ამავე დროს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში წარმოქმნილი სირთულეების გამო ვერ მოხერხდა სამუშაოთა ერთი ნაწილის შესრულება, რამაც გარკვეულწილად შეაფერხა აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები.

საქართველოს მოსახლეობის 1999 წლის საყოველთაო აღწერის დროულად და მაღალხა რისხიანად მოწყობის მიზნით:

 1. საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებმა, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, ადგილობრივი მმართველობისადა თვითმმართველობის ორგანოებმა ყოველმხრივ შეუწყონ ხელი საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს მოსახლეობის აღწერის დადგენილ ვადებში მაღალხარისხიანად მომზადებასა და მოწყობაში.

2. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 15 აპრილის №115 განკარგულებით შექმნილმა მოსახლეობის აღწერის მოწყობის სახელმწიფო საორგანიზაციო კომისიამ კო ორდინაცია გაუწიოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მონაწილეობას აღწერის მომზადებასა და მოწყობაში.

3. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილი კომისიის თავმჯდომარეები პერსონალურად აგებენ პასუხს მათდამი რწმუნებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში აღწერის პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოთა სრულად და დადგენილ ვადებში შესრულებისათვის.

4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) უზრუნველყოსსაქართველოში მოქმედ საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ და სხვა წარმომად გენლობებში მომუშავე უცხოელ მოქალაქეთა და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა აღწერა.

 საზღვარგარეთ მოქმედმა საქართველოს წარმომადგენლობებმა და საკონსულოებმა უზრუნველყონ საქართველოს დიპლომატიურ და სხვა წარმომადგენლობებში მომუშავე საქართველოს მოქალაქეთა და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა აღწერა.

5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე), უშიშროების სამინისტრომ (ჯ.გახოკიძე) სხვა სათანადო უწყებებმა და სამსახურებმა უზრუნველყონ მათ დაქვემდებარებაში მყოფი მოსახლეობის სპეციალური კონტინგენტისა (სამხედრო მოსამსახურეების, მოსახლეობის სხვა სპეციალური ჯგუფების) და დახურულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის აღწერა.

6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს სააღწერო პერსონა ლის უშიშროება და სააღწერო დოკუმენტაციის დაცვა.

7. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ (ფ. ინჯია) სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და მისი ადგილობრივი ორგანოები აღწერის მომზადების, მოწყობისა და მისი მასალების დამუშავების პერიოდში უზრუნველყოს შეუფერხებელი სატელეფონო კავშირით, საფოსტო და სატელეგრაფო მომსახურებით სამთავრობო საფოსტო-სატელეგრაფო მომსახურების დადგენილი წესით.

 8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) უზრუნველყოს აღწერასთან დაკავშირებული ღონისძიებების დროულად და სრულად დაფინანსება სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი კალენდარული გეგმის შესაბამისად.

9. თბილისის მერიამ (ბ. შოშიტაიშვილი) უზრუნველყოს თბილისში სააღწერო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების სათანადო დონე და კალენ დარული ვადების მკაცრი დაცვა.

 10. აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების ტერიტორიულმა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა მოსახლეობის აღწერის პროგრამით გათვალისწინებულ ვადებში უზრუნველყონ სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სამსახურები კავშირგაბმულობის საშუალებებით აღჭურვილი და სათანადოდ დაცული ფართო ბით.

 11. სტატისტიკის საქალაქო (რაიონული) განყოფილების წარდგინებით აღმწერების, ინსტრუქტორ-კონტროლიორებისა და სააღწერო სექტორის გამგეების პერსონალურად დამტკიცება დაევალოს ქალაქის მერიას (რაიონის გამგეობას).

სააღწერო სამუშაოთი დასაქმებულ მუშაკებს მიეცეთ პირადობის მოწმობები ქალაქის მერის (რაიონის გამგებლის) და სტატისტიკის საქალაქო (რაიონული) განყოფილების უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით.

12. მოქალაქის მიერ აღმწერისათვის სააღწერო პროგრამით გათვალისწინებულ კითხვებზე ცნობების მიუწოდებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებ ლობის შესაბამისად.

 აღწერის შედეგად მოპოვებული პერსონალური ინფორმაცია კონფიდენციალურია და გამოიყენება მხოლოდ კრებსითი მაჩვენებლების მისაღებად. მისი გამჟღავნებისა დასხვა მიზნით გამოყენებისათვის დაწესებულია პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

13. საქართველოს ძნელმისადგომ და ნაწილობრივად ძნელმისადგომ რაიონებში მოსახლეობის აღწერა მოეწყოს დანართით განსაზღვრულ ვადებში.

 14. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. ბერიძე):

ა) უზრუნველყოს მოსახლეობის 1999 წლის საყოველთაო აღწერის მომზადება და მოწყობა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 20 ნოემბრის №488, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ივნისის №307 ბრძანებულებებისა და ამ ბრძანებულებასთან სრული შესაბამისობით;

ბ) პერიოდულად წარუდგინოს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიას და საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ საკონსულტაციო-ეკონომიკურ საბჭოს ინფორმაცია მოსახლეობის აღწერის მომზადების, მოწყობისა და მისი მასალების დამუშავების მიმდინარეობის შესახებ.

ე. შევარდნაძე

 

დანართი

ნ უ ს ხ ა                                                                                                          საქართველოს ძნელმისადგომი და ნაწილობრივად ძნელმისადგომი რაიონებისა, სადაც ვადაზე ადრე ეწყობა აღწერა

                                            

ძნელმისადგომი რაიონები:                                          

აღწერის მოწყობის ვადა

 

ლენტეხის    

    1998 წლის 16-23 სექტემბერი

მესტიის

1998 წლის 16-23 სექტემბერი

 

ყაზბეგის        

     1998 წლის 16-23 სექტემბერი

ნაწილობრივად ძნელმისადგომი რაიონები: 1998 წლის 16-23 სექტემბერი

 

 

ახმეტის

1998 წლის 16-23 სექტემბერი

 

ომალოს თემის საკრებულო

 დუშეთის      

1998 წლის 16-23 სექტემბერი

 

ხევსურეთის თემის საკრებულო

გუდამაყრის თემის საკრებულო

ქვეშეთის თემის საკრებულო

უკანაფშავის თემის საკრებულო

შატილის თემის საკრებულო

გულრიფშის (აფხაზეთის ავტ. რესპ)

 

 

 

 

1998 წლის 3-10 სექტემბერი

 

აჟარის თემის საკრებულო ______________________________________________________________________________

 

 

 

საქართველოს სახელმწიფო

კანცელარიის უფროსი                                                                  პ. მამრაძე