,,საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №44 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 232
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 149, 23/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 25/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 200.110.020.10.003.000.366
  • Word
232
22/12/2005
სსმ, 149, 23/12/2005
200.110.020.10.003.000.366
,,საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №44 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №232

2005 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №44 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ,,საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №44 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №29, მუხლი 274) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილებას დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,51. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უცხოეთის დიპლომატიურ მისიებში, მათთან გათანაბრებულ დაწესებულებებსა და დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებში დაქირავებით მომუშავე საქართველოს მოქალაქეებს (რეზიდენტ ფიზიკურ პირებს) მიეცეთ წინადადება, რომ 2004 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების დაფარვა უზრუნველყონ 2007 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნულ პერიოდამდე საგადასახადო ორგანოებმა დასახელებული პირების მიმართ არ გამოიყენონ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დაქირავებული პირი ვალდებულია ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს 2005 წლის 1 იანვრის შემდეგ მიღებული შემოსავლებისათვის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია და ორგანიზაციის ბლანკზე გაცემული ოფიციალური საბუთის ორიგინალი, რომელიც შეიცავს სათანადო აღნიშვნას პირისათვის გაცემული ანაზღაურების ოდენობის შესახებ მითითებით – ,,ხელფასი“ ან ,,მომსახურების კომპენსაცია“. აღნიშნულის გარდა საბუთი უნდა შეიცავდეს ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას, ორგანიზაციის ბეჭედს (არსებობის შემთხვევაში), დაქირავებული ან მომსახურების მიმწოდებელი პირის სახელს, გვარსა და საცხოვრებელი ადგილის მისამართს.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი