დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/13 დადგენილებაში "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ". ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13/13 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 61, 09/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.157.016025 |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13/13
2010 წლის 26 ნოემბერი
ქ.თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/13 დადგენილებაში ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ა) შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/13 დადგენილების მე-5 მუხლის მე-11 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
– ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ამტკიცებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო.
ბ) ამოღებულ იქნეს ამავე მუხლის მე-12 პუნქტი.
გ) შეტანილ იქნეს ცვლილება ამავე დებულების №2 დანართით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლში და ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტი;
დ) შეტანილ იქნეს ცვლილება ამავე დებულების №2 დანართით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში და სიტყვა ,,დმანისის,, ნაცვლად მიეთითოს „თეთრიწყაროს’’.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მესტვირიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები