დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/6 დადგენილებაში "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13/8 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 61, 09/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.157.016020 |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 13/8
2010 წლის 26 ნოემბერი
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/6 დადგენილებაში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის და
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
შეტანილ იქნეს შესწორება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/6 დადგენილებაში:
ა) ,,სახელმწიფო შესყიდვების“ ნაცვლად გამოყენებულ იქნეს ტერმინი ,,ადგილობრივი შესყიდვები’’
ბ) შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/6 დადგენილების მე-3 ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო თანამდებობრივ სარგოებს – საკრებულო’’.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მესტვირიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები