დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/3 დადგენილებაში "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13/5 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 61, 09/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.157.016017 |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13/5
2010 წლის 26 ნოემბერი
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/3 დადგენილებაში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/3 დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის ,,ჟ’’ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,წინადადების შემუშავებას გარე ვაჭრობის, რეკლამის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების საკითხებზე“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მესტვირიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები