დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/2 დადგენილებაში "საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13/4 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 61, 09/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.157.016016 |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13/4
2010 წლის 26 ნოემბერი
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/2 დადგენილებაში ,,საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/2 დადგენილებაში:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ქვეპუნქტის ნაცვლად ,,თ’’ ქვეპუნქტი;
ბ) შეტანილ იქნეს ცვლილება ამავე დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. სამსახურს გააჩნია თავისი ბეჭედი’’;
გ) შეტანილ იქნეს ცვლილება ამავე დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ’’ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჟ) სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადების მომზადება’’.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მესტვირიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები