დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 ივლისის №9/3 დადგენილებაში "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული ზონებისა და შენობა-ნაგებობების შესაბამისი სახეობების განსაზღვრის შესახებ" დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13/2 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 61, 09/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330120000.35.157.016014 |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13/2
2010 წლის 26 ნოემბერი
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 ივლისის №9/3 დადგენილებაში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული ზონებისა და შენობა-ნაგებობების შესაბამისი სახეობების განსაზღვრის შესახებ’’ დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული ზონებისა და შენობა-ნაგებობების შესაბამისი სახეობების განსაზღვრის შესახებ’’ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 24 ივლისის №9/3 დადგენილებაში შეტანილ იქნეს დამატება და დადგენილების მე-2 მუხლს დაემატოს „ი’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ი) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალანირების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები (0-დან 20 კვ-მდე)“.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მესტვირიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები