საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

  • Word
საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 59, 03/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 05/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.130.016010
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
33
26/11/2010
სსმ, 59, 03/12/2010
210020010.35.130.016010
საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/12/2010 - 29/12/2011)

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

 2010 წლის 26 ნოემბერი

ქ.  საჩხერე

  საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

    მუხლი 1

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შემოღებულ იქნეს საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

    მუხლი 2

დადგინდეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის განაკვეთები, სათამაშო ბიზნესის ცალკეული სახეების მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

1. კაზინო (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.

2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 (ორი ათასი) ლარი.

3. ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.

4. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%.

5. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშებზე – კვარტალში 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი.

    6. ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%.

    მუხლი 3

 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების და მოსაკრებლის ოდენობის დადგენის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №17 დადგენილება.

   მუხლი 4

    ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                        ნ . აბჟანდაძე