დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სახემწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 257 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 22/04/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 8, 30/04/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 240.140.000.05.002.001 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/04/1998 - 13/06/2003)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №257
1998 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფოს ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ცენტრალური და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ამოღების მექანიზმის სრულყოფის მიზნით:
1. დამტკიცდეს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფოს ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღების თანდართული წესი.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთ თვეში შეიმუშაონ და დაამტკიცონ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილების შესახებ შესაბამის ორგანოებში წარსადგენი წლიური ბუღალტრული ანგარიშგების ფორმა.
3. საქართველოს საგადასახადო ინსპექციამ კონტროლი დაუწესოს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილების შესახებ წლიური ანგარიშგების ფორმის დროულად წარმოდგენას, სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების გაანგარიშების მართლზომიერებას და ბიუჯეტში მათ დროულად ჩარიცხვას.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნილ სახელმწიფო საწარმოების მიერ წლიური ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენის დროებით წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 2 ივნისის №296 დადგენილება.
ე. შევარდნაძე
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფოს ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღების წესი
1. ამ წესით რეგულირდება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების (შემდგომში – საწარმოების) წმინდა მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში სახელმწიფოს მონაწილეობის და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ჩარიცხვის პროცესი.
2. საწარმოებში წმინდა მოგება ნაწილდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პარტნიორთა კრების[*] გადაწყვეტილების საფუძველზე. წმინდა მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სახელმწიფოს სახელით წინადადებებს წარადგენს და მის ინტერესებს იცავს ის სამინისტრო, უწყება, ადგილობრივი მმართველობის ორგანო ან სხვა იურიდიული პირი (შემდგომში – უფლებამოსილი პირი), რომელსაც მართვის უფლებით გადაცემული აქვს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წილი. წმინდა მოგების განაწილების შესახებ საერთო კრებაზე სახელმწიფოს სახელით წარსადგენ ან მხარდასაჭერ წინადადებებს შეიმუშავებს უფლებამოსილი პირი და ათანხმებს მას შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროებთან ან საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების საფინანსო ორგანოებთან. შეთანხმებული წინადადებები ფორმდება წერილობითი სახით. ამგვარი შეთანხმების გარეშე უფლებამოსილ პირს არა აქვს წმინდა მოგების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის და სახელმწიფოს ინტერესების წარმოდგენის უფლება.
3. უფლებამოსილი პირი პარტნიორთა კრების გამართვიდან 15 დღის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროებს ან საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების საფინანსო ორგანოებს უდგენს წერილობით ინფორმაციას წმინდა მოგების განაწილების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა თაობაზე.
4. საწარმოს ხელმძღვანელი ვალდებულია საქართველოს საგადასახადო ინსპექციას წლიურ ბუღალტრულ ანგარიშგებასთან ერთად (საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს – წლიური ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენის ვადებში დამტკიცებული ფორმის მიხედვით) წარუდგინოს ანგარიში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოში წმინდა მოგების განაწილების შესახებ.
5. საწარმოები სახელმწიფოს კუთვნილ დივიდენდებს იხდიან საწარმოს წესდებით განსაზღვრულ ან პარტნიორთა კრების მიერ დადგენილ ვადებში „სახელმწიფო საწარმოების (ორგანიზაციების) პრივატიზაციით მიღებული სახსრების განაწილების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №496 დადგენილებით მიღებული წესის ანალოგიურად, ხოლო „სახელმწიფო საკუთრების გამიჯვნის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან, სახელმწიფოს საკუთრების უფლების სახეობიდან გამომდინარე, – შესაბამის ბიუჯეტებში მათი ჩარიცხვის გზით.
დოკუმენტის კომენტარები