საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად გარდაქმნის შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად გარდაქმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 254
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 18/04/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 8, 30/04/1998
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.05.002.001.
  • Word
254
18/04/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 8, 30/04/1998
010.240.070.05.002.001.
საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად გარდაქმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 254

1998 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად გარდაქმნის შესახებ

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობის მოთხოვნებიდან გამომდინარე:

1. გარდაიქმნას საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად და ეწოდოს საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური.

2. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 47 საშტატო ერთეულით.

3. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის თანდართული დებულება.

4. საქართველოს ქონების მართვის სამინისტრომ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად განიხილოს და გადაწყვიტოს სამთავრობო დაწესებულებების ადმინისტრაციული შენობების საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ბალანსზე გადაცემის საკითხი.

ე. შევარდნაძე

საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

I. ზოგადი ნაწილი

1. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – სამსახური) შექმნილია და თავის საქმიანობას ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ, საქართველოს კანონის საფუძველზე.

სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ინგოროყვას 7.

2. სამსახური არის საქართველოს პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

სამსახურის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, სპეცანგარიში ხაზინაში, ხარჯთანუსხა და ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით.

4. სამსახურის დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამსახურს უფლება აქვს მიიღოს დახმარებები, შემოწირულობანი და სხვა არასაბიუჯეტო შემოსავლები.

სამსახური ანგარიშვალდებულია მათ მიზნობრივ გამოყენებაზე.

5. სამსახური ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს.

სამსახურის თანამდებობის პირს უფლება არა აქვს იმავდროულად ეკავოს სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში.

6. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით.

7. სამსახურის წარმომადგენელი არის სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

8. სამსახური იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად.

9. სამსახური აერთიანებს საწარმოებსა და დაწესებულებებს.

10. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, დაქვემდებარებული საწარმოებისა და დაწესებულებების უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

II. სამსახურის მიზნები და ამოცანები

11. სამსახურის საქმიანობის მიზნებია (უშუალოდ ან სისტემაში შემავალი ორგანიზაციების მეშვეობით):

ა) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო კანცელარიის და სხვა სამთავრობო დაწესებულებების საქმიანობის უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის და სახელმწიფო მინისტრის ვიზიტების თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფა; საზღვარგარეთიდან ჩამოსული ოფიციალური დელეგაციებისა და სტუმრების მიღება-მომსახურება;

გ) საქართველოს პრეზიდენტის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების და მათი აპარატების სანატორიუმების, დასასვენებელი სახლების და საგარეუბნო აგარაკების საგზურებით უზრუნველყოფა;

დ) სამთავრობო დაწესებულებათა ადმინისტრაციული შენობების მოვლა-პატრონობა;

ე) სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ობიექტების მშენებლობა და კაპიტალური შეკეთება, სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და კვების მრეწველობის განვითარება;

ვ) ძირითად საშუალებათა განაწილების ორგანიზაცია და კონტროლი;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე გამოჩენილ მამულიშვილთა ძეგლების და სამარხების, სხვა ფასეულობათა მოვლა-პატრონობა;

თ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით – სხვა საქმიანობა.

12. სამსახურის ამოცანებია:

ა) კანონპროექტების მომზადება;

ბ) საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად ბრძანებულებებისა და განკარგულებების პროექტების შემუშავება;

გ) დადგენილი წესით სამსახურის აპარატსა და დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში კადრების აღრიცხვა, შერჩევა და დაკომპლექტება, სპეციალისტთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;

დ) დადგენილი წესით დაქვემდებარებული ორგანიზაციების ამორტიზებული ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერა, რეალიზაცია;

ე) დადგენილი წესით სამინისტროების, სახელმწიფო დეპარტამენტებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების საჭიროებისათვის სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა შენობებში არასაცხოვრებელი ფართობის აღრიცხვა და განაწილება;

ვ) დადგენილი წესით დაქვემდებარებული ორგანიზაციების, დასასვენებელი სახლების, საგარეუბნო აგარაკებისა და სხვა ქონების იჯარით, გამოსყიდვის უფლებით გაცემა-გაქირავება ადგილობრივ და უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე;

ზ) სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკური მოწყობილობის, ინვენტარის და სხვა შეძენისა და ექსპლუატაციის საკითხების მოწესრიგება;

თ) მთავრობის რეზიდენციების, სამედიცინო, საკურორტო დაწესებულებების, კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროს გაფართოების უზრუნველყოფა;

ი) მასზე დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო და კვების მრეწველობის საწარმოო სიმძლავრეების განვითარება;

კ) ბიზნესის განვითარებისა და საინვესტიციო პროგრამების განხორციელების ხელშემწყობი პირობების განვითარება;

ლ) საკონტრაქტო წესით სამსახურის საქმიანობაში კვალიფიციური სპეციალისტების მოწვევა;

მ) დადგენილი წესით საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განხორციელება, საზღვარგარეთის ქვეყნებში წარმომადგენლების გაგზავნა;

ნ) სახელმწიფო, კოოპერაციულ და სხვა ორგანიზაციებთან პროდუქციის დამზადებისა (სამუშაოს შესრულებისა და მომსახურების გაწევაზე) და მისი რეალიზაციის საკითხებზე სამეურნეო ხასიათის ხელშეკრულებების დადება;

ო) საწარმოების, დაწესებულებებისა და ცალკეული მოქალაქეებისაგან მატერიალურ რესურსების, მათ შორის, ძირითადი საშუალებების შესყიდვა ან იჯარით აღება;

პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივფორმის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების როგორც დამოუკიდებლად, ისე წილობრივი მონაწილეობით გახსნა;

ჟ) სადირექტივო და სხვა მასალების სტამბური წესით ბეჭდვის უზრუნველყოფა,საგამომცემლო საქმიანობა.

III. სამსახურის უფლებამოსილებანი:

13. სამსახურს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კანონპროექტების, კანონქვემდებარე აქტების, სახელმწიფო პროგრამებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავებაში;

ბ) დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ხელისუფლების ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი, კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია;

გ) მოამზადოს დასკვნები და შენიშვნები კანონპროექტებზე, საქართველოს პრეზიდენტის აქტების პროექტებსა და სხვა დოკუმენტებზე;

დ) განაგოს მის ბალანსზე რიცხული ქონება და ფულადი სახსრები;

ე) არსებული წესის მიხედვით დაამყაროს ურთიერთობა სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადოს მათთან ხელშეკრულებები სახელმწიფოს სახელით;

ვ) დადგენილი წესით მოაწყოს აუქციონები, კონკურსები, ტენდერები;

ზ) განახორციელოს მეწარმეთა შესახებ კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი სამსახურის მიერ დაფუძნებული სახაზინო საწარმოების, სააქციო, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების და იმ სახელმწიფო ქონების მიმართ, რომელთა მართვის უფლება დელიგირებულია სამსახურზე;

თ) უშუალოდ წარმართოს სამსახურის გამგებლობაში არსებული საწარმოების საქმიანობა, არსებული წესით მოახდინოს მათი რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და შექმნას ახალი სტრუქტურები;

ი) წარმართოს საკადრო პოლიტიკა;

კ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებანი;

ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

IV. სამსახურის ვალდებულებანი

14. სამსახური ვალდებულია:

ა) პერიოდულად მოახსენოს საქართველოს პრეზიდენტს სამსახურისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების შესახებ;

ბ) შეასრულოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და სახელმწიფო მინისტრის დავალებები და მითითებები;

გ) მჭიდროდ ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებთან, სამხარეო, რაიონულ (საქალაქო) ორგანოებთან;

დ) დადგენილ ვადებში წარუდგინოს ანგარიშები შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს;

ე) შეასრულოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა მოვალეობანი.

V. სამსახურის მართვა

15. სამსახურის მართვას ახორციელებს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

16. სამსახურის უფროსს ყავს ორი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

17. სამსახურის უფროსი:

ა) ახორციელებს სამსახურისა და მისდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების საერთო ხელმძღვანელობას და კონტროლს უწევს ადმინისტრაციულ-სამეურნეო, სახელშეკრულებო, საფინანსო საქმიანობას, შრომისა და საწარმოო დისციპლინის დაცვას;

ბ) ახორციელებს სამსახურის ოპერატიულ ხელმძღვანელობას;

გ) უზრუნველყოფს კორესპონდენციების დროულად განხილვას, კონტროლს უწევს საქმის-წარმოებას;

დ) დამატებითი უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენს სამსახურს ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო საწარმოსთან, დაწესებულებასა და ორგანიზაციასთან ურთიერთობისას, აგრეთვე სასამართლოში სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საკითხის განხილვისას;

ე) დადგენილი წესით ახორციელებს საბანკო, საანგარიშსწორებო და სხვა ოპერაციებს;

ვ) დადგენილი წესის შესაბამისად განკარგავს სამსახურის ქონებას, გადასცემს ბალანსიდან ბალანსზე ძირითად საშუალებებს, დანადგარ-მოწყობილობებს, სამეურნეო ინვენტარს და სხვა ქონებას;

ზ) საშტატო ნუსხის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის აპარატის თანამშრომლებსა და დაქვემდებარებული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს (ხელმძღვანელი, მოადგილე, მთავარი ინჟინერი, მთავარი ბუღალტერი);

თ) ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაქვემდებარებული ორგანიზაციების დებულებებსა და საშტატო ნუსხებს, სამშენებლო ობიექტების ხარჯთანუსხებს;

ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქმნის, გარდაქმნის და აუქმებს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს, დამტკიცებული საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის ფარგლებში – სამსახურის აპარატის ქვედანაყოფებს;

კ) წყვეტს სამსახურებრივ მივლინებათა საკითხებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;

ლ) იხილავს დაქვემდებარებული ორგანიზაციების კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს, რევიზიის აქტებს;

მ) გამოსცემს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ აქტებს;

ნ) ახორციელებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებას.

VI. სამსახურის ქონება

18. სამსახურის ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებანი, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.

სამსახურის ქონება აისახება მის ბალანსზე.

19. სამსახურის ქონების შექმნის წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრები;

ბ) მიზნობრივი საჭიროებისათვის გადაცემული ფულადი და მატერიალური რესურსები;

) დივიდენდებიდან მიღებული შემოსავალი;

) საბანკო კრედიტი;

) სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

VII. სამსახურის სტრუქტურა

20. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საფინანსო სამმართველო;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობათა და დელეგაციებთან მუშაობის სამმართველო;

გ) ეროვნულ ფასეულობათა კოორდინაციის სამმართველო;

დ) საქმეთა მმართველობა.

21. საფინანსო სამმართველო ახორციელებს სამსახურის საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობას და ეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირებას;

22. საერთაშორისო ურთიერთობათა და დელეგაციებთან მუშაობის სამმართველო ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო მინისტრის და სამთავრობო დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების სამეურნეო უზრუნველყოფისა და საზღვარგარეთის სამთავრობო დელეგაციების მიღება-მომსახურების ღონისძიებებს.

23. ეროვნულ ფასეულობათა კოორდინაციის სამმართველო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ქვეყანაში და მის გარეთ არსებულ ეროვნულ ფასეულობათა მოძიებასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზაციას.

24. საქმეთა მმართველობა ახორციელებს საქმის წარმოებას, ორგანიზაციულ-საკადრო და საშემსრულებლო დისციპლინის განმტკიცების ღონისძიებებს.

VIII. სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

25. გადაწყვეტილებას სამსახურის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

26. ლიკვიდაციას ახორციელებს სალიკვიდაციო კომისია დადგენილი წესით.