დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 59, 03/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.35.112.016016 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/12/2010 - 02/11/2012)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №46
2010 წლის 26 ნოემბერი
ქ. ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე:
ა.ა) ქ. ლანჩხუთის ტერიტორიაზე – 1 კვ.მ. -ზე 0,456 ლარი;
ა.ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – 1 კვ.მ.-ზე 0,159 ლარი;
ა.გ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში – 1 კვ.მ. -ზე 0,114 ლარი;
ა.დ) სოფელ მალთაყვიდან მდინარე სეფასწყლამდე შავი ზღვის ნაპირიდან 500 მეტრის რადიუსში არსებულ დასახლებებში და დასახლებათა შორის არეალებში – 1 კვ.მ. -ზე 0,456 ლარი;
ა.ე) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) – 0,228 ლარი;
ბ) სხვა უძრავ ნივთებზე – (გარდა მიწისა) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული ღირებულების არანაკლებ 5% ოდენობით.
2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ნივთის ღირებულების არანაკლებ 5 %-ის ოდენობით.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე რ . ჩიტიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები