დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მშენებლობის დარგის ზოგიერთ საწარმოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების გაყიდვის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 197 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 28/03/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 6, 31/03/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 330.130.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №197
1998 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
მშენებლობის დარგის ზოგიერთ საწარმოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების გაყიდვის შესახებ
მიღებულ იქნეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს წინადადება, შეთანხმებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან და სამშენებლო დარგის პოტენციალის შენარჩუნებისა და მასში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით:
1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს სააქციო საზოგადოებების: „ბაზალტის“, „მშენტრანსის“, „დარკვეთის საშენ მასალათა კომბინატის“, „პერლიტის“, „მაღლივმშენის“ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი აქციების გაყიდვა კონკურსის წესით, საინვესტიციო პროგრამების განხორციელების პირობით.
2. აქციების საწყისი ფასი განისაზღვროს მათი ნომინალური ღირებულების 15 პროცენტის ოდენობით.
3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები