„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 13 იანვრის №7/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 13 იანვრის №7/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 382/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 25/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 155, 29/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016017
  • Word
382/ნ
25/11/2010
სსმ, 155, 29/11/2010
470230000.22.035.016017
„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 13 იანვრის №7/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №382/ნ

2010 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 13 იანვრის 7/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 13 იანვრის 7/ნ ბრძანების (სსმ III, 13.01.2010, 3, მუხ. 24) პირველი პუნქტით დამტკიცებულ სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამაში“ შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შპს „ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03”-ისათვის საოფისე ავეჯისა და ინვენტარის შესყიდვა.“.

2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ” და „ბ.ე” ქვეპუნქტები:

ბ.დ) სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის” რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;

ბ.ე) ფსიქიატრიული დაწესებულებების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება”.

3. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„4. შპს თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის” (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. 21), შპს საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს” (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. 1), სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისა” და ფსიქიატრიული დაწესებულებების შენობების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციისათვის, ასევე, ქ. თბილისში, ლუბლიანას ქ. 2/6-ში არსებულ 6,206 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 01.13.02.09.011) სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის” ინფექციური 150-საწოლიანი კორპუსის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციისათვის სამედიცინო-ტექნიკურ დავალებას სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელ ცენტრს” მიაწვდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

4. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. შპს „ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03”-ის საოფისე ავეჯით და ინვენტარით აღჭურვისათვის ტექნიკურ მახასიათებლებს (სპეციფიკაციებს) სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელ ცენტრს“ მიაწვდის შპს „ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03.”.

5. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

 

კომპონენტები და ღონისძიებები

ღირებულება (ლარებში)

 

1

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტი

 

 

ა)

შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის” შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21);

14,863,000.00

 

ბ)

შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს” შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია;

11,251,970.00

 

გ)

შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის’” დამამთავრებელი სამუშაოების ნაწილი (მ. შ. გარე და შიდა მოსახვა, ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები, შიდა სანტექნიკის, გარე კანალიზაცის, გარე წყალსადენის, სუსტი დენების, საქვაბისა და სასეირნო გალიის მოწყობა);

498,978.00

 

დ)

სსიპ – „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) დროებითი ავტოსადგომის მოწყობა;

44,800.00

 

ე)

სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის” ძველი მორგის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება;

47,439.00

 

ვ)

შპს „გორის რეგიონალური ონკოლოგიური დისპანსერის „ბერსაბეას“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება;

31,701.00

 

ზ)

სსიპ – „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის” ბალანსზე რიცხული

ქ. თბილისში წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) (0 და -1 სართულები) რეკონსტრუქცია.

46,900.00

 

 

ქვეჯამი

26,784,788.00

 

2

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა აღჭურვის კომპონენტი

 

 

ა)

სსიპ – „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) შიდა სატელეფონო კავშირგაბმულობის მაღალტექნოლოგიური საშუალებების (პლატფორმა და კონფიგურაცია) შეძენა და მონტაჟი;

420,000.00

 

ბ)

სსიპ – „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული

ქ. თბილისში წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ფარდა-ჟალუზებით უზრუნველყოფა;

100,000.00

 

გ)

სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის” სხივური თერაპიის აპარატის თერაგამ კობალტის მუხტის შეძენა (გამოცვლა);

264,178.00

 

დ)

შპს „რეფერალური დახმარების ცენტრისათვის” ჟანგბადის სადგურების კომპრესორის შესყიდვა;

150,000.00

 

ე)

შპს „ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური -03”-ისათვის საოფისე ავეჯისა და ინვენტარის შესყიდვა.

49,500.00

 

 

ქვეჯამი

983,678.00

 

3

სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობის კომპონენტი

 

 

 

ქ. თბილისში, ლუბლიანას ქ. №2/6-ში არსებულ 6,206 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 01.13.02.09.011) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისათვის” ინფექციური 150-საწოლიანი კორპუსის მშენებლობა.

2,063,130.00

 

 

ქვეჯამი

2,063,130.00

 

4

წინა წლებში ნაკისრი ვალდებულებების დაფარვის კომპონენტი

 

 

ა)

სსიპ – „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) რეაბილიტაცია და დამატებითი სამუშაოები;

730,814.00

 

ბ)

სსიპ – „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) საოფისე ავეჯისა და ინვენტარის შესყიდვა;

879,717.00

 

გ)

სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის” ახალი კორპუსის საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა.

468,513.00

 

 

ქვეჯამი

2,079,044.00

 

5

საექსპერტო და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი

 

 

ა)

სამუშაოების ექსპერტიზა და საექსპერტო მომსახურება

49,000.00

 

ბ)

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება

1,240,860.00

 

ბ.ა

შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის” (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21) შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;

600,000.00

 

ბ.ბ

შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს” შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;

252,561.00

 

ბ.გ

ქ. თბილისში, ლუბლიანას ქ. №2/6-ში არსებულ 6,206 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 01.13.02.09.011) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის” ინფექციური 150-საწოლიანი კორპუსის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;

248,299.00

 

ბ.დ

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის” რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;

70,000.00

 

ბ.ე

ფსიქიატრიული დაწესებულებების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

70,000.00

 

 

ქვეჯამი

1,289,860.00

 

 

სულ

33,200,500.00

 

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ურუშაძე