დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სააქციო საზოგადოებების ,,კახეთის პურის" და ,,მარნეულის ელევატორის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტების პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 194 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 28/03/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 6, 31/03/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 240.060.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №194
1998 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
სააქციო საზოგადოებების „კახეთის პურის“ და „მარნეულის ელევატორის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტების პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატზების შესახებ
პურპროდუქტების ობიექტების პრივატიზების დაჩქარებისა და ამ დარგში ინვესტიციების მოზიდვის ევროკომისიის სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამის მოთხოვნათა შესასრულებლად, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წინადადებებისა და „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:
1. სააქციო საზოგადოებების „კახეთის პურისა“ და „მარნეულის ელევატორის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტების პირდაპირი წესით შესყიდვის უფლება მიეცეთ სააქციო საზოგადოება „ვაჩნაძიანს“ და სააქციო საზოგადოება „აგროინვესტს“ სათანადო საინვესტიციო პროგრამების განხორციელების პირობით.
2. აქციათა პაკეტების ფასი განისაზღვროს ნომინალური ღირებულების 20 პროცენტის ოდენობით.
3. ამ ბრძანებულების შესრულების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ა. სილაგაძე) განახორციელოს სათანადო ღონისძიებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები