დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 110 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 137, 26/11/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.109 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №110
2004 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №60, 2004 წ. მუხლი 526) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტში შეტანილ იქნეს დამატება და ჩამოყალიბდეს შემდეგი ახალი რედაქციით:
“5. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები არიან:
ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი;
ბ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი;
გ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გეოლოგიის დეპარტამენტი;
დ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი;
ე) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტი.“.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები